სახამებელი იაფი და ყველსთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა. გაოცდებით, როცა სტატიას წაიკითხავთ და შეიტყობთ თუ როგორ შეგიძლიათ კარტოფილის სახამებლის დახმარებით, აირიდოთ უძლიერესი, ალერგიული, ქიმიური და საკმაოდ ძვირადღირებული საშუალებების გამოყენება.
- ვერცხლი. თქვენთვის საყვარელი ვერცხლეული, ნამზითვი კოვზები, ჩანგლები, დანები ჟამთა სვლამ გააშავა. გამოიყენეთ სახამებელი და ისინი ძველებურად იბრწყინებს. აიღეთ თასი, ჩაასხით წყალი, დაამატეთ 2 ჩ. კ. სახამებელი, ჩააწყვეთ ნივთები, გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ კი ჩვეულებრივად გარეცხეთ.
- ფანჯრები. აღარ არის ჩემთვის მინების წმენდა უსიამოვნო პროცესი, რადგან წყალს ვამატებ სახამებელს, რომელიც საოცარ მბზინვარებას ჰმატებს ჩემს ფანჯრებს.
- სუფთა ხალიჩები. უმარტივესი გზით შეგიძლიათ მოაშოროთ ხალიჩებს ცხიმები და სხვადასხვა ლაქები. უბრალოდ დაზიანებულ ადგილებზე დააყარეთ სახამებელი, გააჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ მტვერსასრუტით დაასუფთავეთ.
- დამწვრობა. მზისგან მიღებული დამწვრობის შედეგად დაზიანებულ კანს ეფექტურად აღადგენს სახამებელი. სახამებელს დაასხით წყალი, აურიეთ, მიიღეთ ფაფისებური მასა და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე.
- მარტივი დაუთოება. იცით როგორ შეგიძლიათ დააუთაოთ მარტივად და თქვენი ნახელავით იამაყოდ? ყველა ჭიქა წყალს დაამატეთ 1 ს. კ. სახამებელი და ნაოჭებს გაასწორებთ უმარტივესად.
- ფეხსაცმელებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად სახამებელი ეფექტური საშუალებაა. ღამით ფეხსაცმელებში ჩაყარეთ სახამებელი და გააჩერეთ. დილით კი უსიამოვნო სუნი გამქრალი იქნება.
- სახამებლის საშუალებით ასევე მარტივად გაქრება ხალიჩიდან სხვადასხვა მიზეზთა გამო ჩამჯდარი არასასიამოვნო სუნი.
- ტყავის სამოსი და ავეჯი. ყოველგვარი ქიმიური წმენდის გარეშე შეგიძლიათ გაწმინდოთ ტყავის ქურთუკი და აგრეთვე ავეჯი. უბრალოდ დაყარეთ არასასურველ ლაქაზე სახამებელი, დააყოვნეთ, რათა შეძლოს ცხიმის ამოწოვა, და გაწმინდეთ სველი ნაჭრით.
- წიგნები და რუკები. თუ გსურთ, რომ ეს ნივთები არ დანესტიანდეს, ჩააწყვეთ პილიეთილენის ცელოფანში, მოაფრქვიეთ სახამებელი და შეანჯღრიეთ.
- დამამშვიდებელი საშუალება. აურიეთ სახამებელი ლავანდის, ვარდის ან თქვენი განწობის შესაბამის ნებისმიერ ეთერზეთს და მიმოფრქვეული საამო სურნელი დაგამშვიდებთ.
- მშრალი შამპუნი. თუ თქვენს ძაღლს არ უყვარს ბანაობა, რეგულარულად დააყარეთ სახამებელი და გაწმინდეთ.
- ავეჯის გასაპრიალებელი. ხის ნივთებს დაუბრუნებთ პირვანდელ იერსახეს თუ 1 წილ სახამებელსა და 1 წილ წყალს აურევთ და მომზადებულ საშუალებას გამოიყენებთ ავეჯის გასააპრიალებლად.
- სათამშოები. თუ ფუმფულა სათამაშოების გარეცხვას ვერ ასწრებთ, აიღეთ პოლიეთილენის ცელოფანი, ჩააწყვეთ სათამაშოები, დააყარეთ სახამებელი, მოუკარით ცელოფანს თავი და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ. სახამებელი იღებს მთელ ჭუჭყს, ხოლო თქვენი ფუმფულა მეგობრები სისუფთავისგან იბრწყინებს. პროცედურის შემდეგ სათამაშოებს სახამებლის ფხვნილი მტვერსასრუტით მოაშორეთ.
- გაღიზიანება. გამოიყენეთ სახამებელი თქვენი პატარისათვის და მისი კანი გადაურჩება გაღიზიანებას. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევა: დაბანვის დროს წყალს დაამატეთ 1-2 ს. კ. სახამებელი.
- დეოდორანტი. გსურთ, რომ მთელი დღით შეინარჩუნოთ სასიამოვნო სურნელი? აფთიაქში შეიძინეთ მუხის ქერქი. მოამზადეთ ნაყენი. მომზადებული საშუალებით გაიწმინდეთ იღლიები, შემდეგ მსუბუქად მიიფრქვიეთ სახამებელი, რომელიც სიმშრალეს შეგინარჩუნებთ, ხოლო საამო სურნელისთვის შეგიძლიათ ცოტა ეთერზეთიც შეიზილოთ.
- აქტიურად გამოიყენება სახამებელი კულინარიული ხაზითაც. თუ სოუსს დაამატებთ ამ ნატურალურ პროდუქტს და არა გლუტეინებით მდიდარ საშუალებებს, შეცვლით მის სიმკვრივეს.