როგორ შევიმციროთ ნაოჭები და დავუბრუნოთ ტონუსი კანს ჟელატინის დახმარებით

ჟელატინი საოცარი პროდუქტი, რომელიც ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური ხაზით. ამ პროდუქტს იყენებენ სილამაზის სალონებში. მის ბაზაზე უამრავი ნიღაბის რეცეპტი არის შექმნილი.

ჟელატინიანი ნიღბები ეფექტურად გამოიყენება სახის, ყელის, მკერდის მიდამოების გასამკვრივებლად. ის დადებითად მოქმედებს კანზე, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

სტატიში შემოგთავაზებთ ჟელატინის ბაზაზე მომზადებული მალამოს რეცეპტს, რომელიც დიდი ხნით შეგინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერს.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჟელატინი 1 ჩ. კ.
  • წყალი 100 მლ
  • თაფლი 3 ს. კ.
  • გლიცერინი 0,5 ჩ. ჭ.
  • სალიცილის მჟავა 1 გრ

გამოყენებისა და მომზადების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, დადგით წინასწარ მოამზადებულ ორთქლის აბაზანაზე, ურიეთ სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი.
  2. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ გაციებას, თან განუწყვეტლივ ურიეთ. მიიღებთ ჟელეს მსგავს მალამოს.
  3. მომზადებული მალამო გამოიყენეთ ყოველ დღე დაძინებამდე 2 საათით ადრე, გაიჩერეთ 20 წუთი,  ნარჩენები კი ხელსახოცით მოიშორეთ.

მომზადებული მასა გეყოფათ 1 თვის განმავლობაში. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. დაიმახსოვრეთ, ამოიღეთ იმ რაოდენობის მალამო, რაც გჭირდებათ, ხელით შეათბეთ და დაიტანეთ სახის, ყელისა და მკერდის მიდამოებზე.

მოამზადეთ ჟელატინიანი ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.