ნაწლავის პარაზიტები მცირე ორგანიზმებია, რომლებიც არ ცხოვრობენ დამოუკიდებლად და სჭირდებათ სხვა ორგანიზმი, საიდანაც იღებენ საკვებ ნივთიერებებს. ისინი არიან ღვიძლში, სისხლში და ნაწლავებში. საბედნიეროდ, ბუნება მდიდარია პროდუქტებით, რომლებიც გაწმენდს ორგანიზმს პარაზიტებისგან.
ნაწლავის პარაზიტები ცხოვრობენ, იკვებებიან და მრავლდებიან ნაწლავებში. ისინი პატარა ორგანიზმებია, რომლებიც ადაპტირებულნი არიან ნაწლავებში დასამკვიდრებლად. შეიძლება ჭიები გყავდეთ, მაგრამ მათ არ ჰქონდეთ გამოვლინება, არ აღგენიშნებოდეთ სიმპტომები ან დისკომფორტი. პარაზიტების დიდი რაოდენობა იწვევს ტკივილებს მუცლის არეში, დიარეას, ღებინებას, წონის სწრაფად დაკარგვას ან მომატებას, ალერგიას და ა.შ.
როგორ ხდება ნაწლავის დაავადება პარაზიტებისგან?
პარაზიტები ნაწლავებში ხვდებიან დაბინძურებული წყლით, საკვები პროდუქტებით და ასევე ჩვენივე კანის საშუალებით, როდესაც პარაზიტული ლარვები შეაღწევენ მასში.
არ მოდუნდეთ, ყველა ღონე უნდა იხმაროთ და გაიწმინდოთ ორგანიზმი ამ მავნებლებისგან. შემოგთავაზებთ პარაზიტების საწინააღმდეგო უძველეს რეცეპტს, რომელსაც ჩვენი წინაპრები აქტიურად იყენებდნენ.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- გოგრის თესლი 1 ჩ. ჭ.
- დაჭრილი ნიორი 3 ს. კ.
- 1 ს. კ. დაფქვილი მიხაკი
- ½ ჩ. ჭ. სელის თესლი
- 250 მლ თაფლი
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები დაჭერით, დაამატეთ სელის თესლი და კარგად აურიეთ. ნარევს დაამატეთ თაფლი და 10-12 საათით დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- მომზადებული საშუალება ბუნებრივია და ეფექტურად წმენდს ნაწლავებს პარაზიტებისგან, ვირუსებისგან და მიკრობებისგან.
- მაქსიმალური ეფექტისთვის სამკურნალო ნარევი მიიღეთ დღეში დღეში 3-ჯერ, თითო სუფრის კოვზი, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ნიორი უძლიერესი ანტიესპტიკური, ფუნგიციდური და ანტიბიოტიკური საშუალებაა. ალიცინის შემცველობის წყალობით, ის ვირუსებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო პროდუქტია. ნიორს შესწევს უნარი გაანადგუროს მავნე ბაქტერიები ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს ორგანიზმისთვიის სასარგებლო ბაქტერიებს.
მაქსიმალური ეფექტისთვის გირჩევთ, გამოიყენოთ ადგილობრივი წარმოების ნიორი და გოგრის გამხმარი თესლი. გისურვებთ ჯანმრთელობას!