ღამის ნიღაბი გამოკვებავს კანს, ხოლო ნაოჭებსა და ლაქებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის

შემოგთავაზებთ ღამის ნიღაბის რეცეპტს, რომელიც დაგავიწყებთ სახის კანის ყველა პრობლემას.

ის უნდა გაიკეთოთ ღამით. თუ არ დაიზარებთ და მანიპულაციებს ჩაიტარებთ კვირაში რამდენჯერმე, შედეგი აღგაფრთოვანებთ.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ნატურალური მაწონის 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და ნაზავი დაიტანეთ სახის კანზე.
  2. 15 წუთის შემდეგ ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ კი შეიზილეთ დამატანიანებელი მალამო.
  3. მანიპულაციები ჩაიტარეთ კვირაში 2-4-ჯერ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

ნიღაბის ერთ-ერთი ინგრედიენტი თაფლია.

რა სარგებლობა მოაქვს თაფლს სახის კანისთვის?

თაფლი ნატურალური პროდუქტია, რომელსაც დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გზით. თაფლი გამოიყენება უამრავ  კოსმეტოლოგიურ საშუალებაში, რომელიც არბილებს, ატენიანებს მშრალ კანს და ეფექტურად უმკლავდება დერმატოლოგიურ პრობლემებს.

თაფლის სასარგებლო თვისებები და გამოყენების წესები.

თაფლი ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებაა. ქალბატონებს ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს შეუძლიათ გამოიყენონ თაფლის ბაზაზე საშინაო პირობებში მომზადებული ნიღაბი, რომლის შემადგენელი ინგრედიენტებია: ყავისფერი შაქარი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ნიღაბი ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, დარბილებასა და გაწმენდას.

თაფლის საშუალებით შესაძლებელია გათავისუფლდეთ არასასურველი თმისგან. თაფლი და ლიმონი ერთმანეთში აურიეთ, დაიტანეთ საჭირო ადგილზე. თქვენი კანი აბრეშუმისებრი გახდება.

თაფლი გაგათავისუფლებთ ნაწიბურებისგან და აკნესგან. წაისვით თაფლი დაზარალებულ ადგილზე და დილამდე დაიტოვეთ. დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგი გაგაოცებთ.

კანის ინტენსიური დატენიანება. აბაზანის მიღების დროს ცოტა რძე და თაფლი დაამატეთ წყალს. ამ მეთოდით კანს დაარბილებთ და მიანიჭებთ მას სინაზეს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.