გამოცდილი მებოსტნეები თესვის დაწყებამდე გეგმავენ, თუ სად გაიყვანონ ახალი კვალი. ეს სწორია, რადგან მიწის რაციონალური განაწილება ბაღის და ბოსტნეულის კულტურების მოსავლიანობას ზრდის. ამასთან ქიმიური სასუქების და პესტიციდების გამოყენება აუცილებელი არაა.
ალბათ, გსმენიათ თანამგზავრ მცენარეებზე, რომლებიც ერთად დარგვის შემთხვევაში ერთმანეთს იცავენ. ისინი დაავადებების და მავნებლების საწინააღმდეგოდ გამძლე და ძლიერ ეკოსისტემას ქმნიან. სწორად შერჩეული კულტურებით კომპაქტური კვლების შექმნას შეძლებთ, სადაც მცენარეები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან, პირიქით, ზრდას ერთმანეთს გააძლიერებენ, რადგან ერთად კომფორტულად იზრდებიან.
კვლები აგარაკზე
დღეს გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ შევათავსოთ კულტურული მცენარეები და ნერგებიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. ამ მიდგომით ჯანსაღ და კარგად ნაყოფიერ კულტურებს მიიღებთ და გამოყენებული მიწის ეკონომიასაც შეძლებთ.
1. სიმინდი, ლობიო, გოგრა
ამ კლასიკურ კომბინაციას ჩვენი ბებიები იყენებდნენ და ამ მცენარეებს „სამ დას“ უწოდებდნენ. ადგილი მაქსიმალურად იზოგება, რადგან ლობიო სიმინდის ღეროს ეხვევა, ხოლო გოგრა ჩრდილში კარგად იზრდება.
2. ვარდი და ნიორი
ყვავილის შეუმჩნეველ ადგილებში, ვარდებს შორის ნიორი დარგეთ. ის მავნებლებს დააფრთხობს, ვარდის არომატს გააძლიერებს, თქვენს თვალს მისი იისფერი ყვავილები გაახარებს.
3. ნესვი და ხავერდა
ნესვის ფესვები ნემატოდებისგან ხშირად იტანჯება. ამის გამო ნაყოფი პატარა იზრდება ან იღუპება. ქიმია რომ არ გამოიყენოთ, ნესვის ბუჩქებს შორის აყვავილებული ხავერდა დარგეთ.
4. კომბოსტო და პომიდორი
პომიდვრის სუნი კომბოსტოს ხოჭოს და ჩრჩილს აფრთხობს.
5. კიტრი და კამა
კიტრი უხვ მოსავალს მოგცემთ, თუ რიგებს შორის კამას დარგავთ.
6. წიწაკა და რეჰანი
მცენარეები ერთმანეთს ზრდაში ეხმარებიან.
7. საზამთრო (გოგრა) და დედოფლის ყვავილი
დედოფლის ყვავილი გოგრის მავნებლებს აფრთხობს. ყვავილის ღეროზე ბუგრები სახლდებიან, რომლებიც იზიდავენ სასარგებლო მწერებს – ობობა, ბზუალა ხოჭო.
8. ბოლოკი და ისპანახი
მავნებლები ისპანახის ფოთოლზე უფრო მეტად უპირატესობას ბოლოკის ფოთოლს ანიჭებენ, ამასთან ძირნაყოფი არ ზიანდება.
9. ნიახური და ლობიო
ლობიოს გვერდით ნიახური უფრო არომატული გაიზრდება, ხოლო ლობიო უფრო მეტი პარკი ექნება.
10. სტაფილო და ბოლოკი
იდეალური კომბინაცია ერთად დასარგავად. ბოლოკი ადრე გაიზრდება და ნიადაგის ხარისხს აუმჯობესებს. სანამ სტაფილო გაძლიერდება და გაიზრდება, წვნიანი ბოლოკით პირის ჩატკბარუნებას შეძლებთ.
11. ბადრიჯანი და ბეგქონდარა
ბეგქონდარა დადებით გავლენას ახდენს ბოსტნეულზე, რომელიც მის გვერდით იზრდება. მის გემოს აუმჯობესებს.
12. კარტოფილი და ქინძი
კარტოფილი დაავადებების მიმართ გამძლე რომ გაიზარდოს, რიგებს შორის ქინძი დარგეთ.
13. მარწყვი და კიტრის ბალახი
კიტრის ბალახს თუ ზრდის საშუალებას არ მისცემთ და ბუჩქებს გადაჭრით, ის მარწყვის ზრდას გააუმჯობესებს.
14. მარწყვი და სალბი
სალბი მარწყვის ძალიან სასარგებლო მეზობლად ითვლება.
15. სურნელოვანი ბალახები
ბოსტნეულისთვის სურნელოვანი ბალახები კარგ მეზობლებად ითვლებიან. ასეთია რეჰანი, ანისული, ფოთლოვანი მდოგვი, ქინძი, უსუპი, პიტნა, მაიორანი, ბარამბო, კვლიავი და კამა. ისინი გამოყოფენ ნივთიერებას, რომელიც მავნებლებს აფრთხობს, ჰაერს წმენდს და ბოსტნეულის ზრდას აძლიერებს.
16. ვაშლი და ჟოლო
ისინი ერთმანეთს აჯანსაღებენ. ჟოლო მის გვერდით ნიადაგში აზოტის იკრებს და ჟანგბადის დონეს ზრდის. ეს კი ვაშლისთვის ძალიან სასარგებლოა.
17. მოცხარი და ხახვი
მოცხარის ბუჩქებს შორის შეგიძლიათ ხახვი დარგოთ და ზამთრისთვის დატოვოთ.
სანამ კვლებს გააკეთებთ, ბოსტნის სქემა დახაზეთ. ასე მიწის სწორად გადანაწილებას და ნერგების კომბინაციას შეძლებთ. მომავალ წელს კულტურების მორიგეობით დარგვის წესის მიხედვით შეცვალეთ.