მომზადეთ თვით საოცრება შოკოლადის პუდინგი, რომელსაც სამეფო დესერტს ეძახიან და თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით იამაყეთ.
პუდინგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 1 ჩ. ჭ.
- ყავა 1 ჩ. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- მწარე შოკოლადი 75 გრ
- ნაღები (სასურველი ცხიმიანობის) 0,5 ჩ. ჭ.
- შაქარი 50 გრ
- კვერცხის გული 1 ცალი
- ვანილის ექსტრაქტი რამდენიმე წვეთი
- მარილი
მომზადების წესი:
- შოკოლადის ფილა დატეხეთ. მოადუღეთ 30 მლ ყავა ესპრესო. რძე ნაღებთან ერთად გააცხელეთ, არ აადუღოთ. ცხელი რძის ნაწილი დაასხით შოკოლადს და ურიეთ, სანამ არ გალღვება.
- ათქვიფეთ კვერცხის გული შაქარი, მარილი და დაამატეთ შოკოლადიანი მასა. კარგად აურეიეთ და დაასხით რძის დარჩენილი ნაწილი, დაამატეთ მომზადებული ყავაც.
- მიღებული მასა ჩაასხით ცეცხლგამძლე ჭურჭელში, გადააფარეთ კილიტა (ფოლგა) და ჩადეთ ღრმა ფორმაში, რომელშიდაც იმ რაოდენობის ცხელი წყალი ასხია, რომ ჭურჭელს ნახევრამდე სწვდებოდეს.
- შედეთ ღუმელში და 160 გრ ტემპერატურაზე გამოაცხვეთ. დაახლოებით 35 წუთში პუდინგი მზად იქნება. გააციეთ და 2 საათით შედეთ მაცივარში.
მოამზადეთ უგემრიელესი პუდინგი და კიდევ ერთი ულამაზესი საღამო გაატარეთ უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად.