7 ნატურალური საშუალება და პროდუქტი, რომელიც მოგიწესრიგებთ წნევას

მაღალი არტერიული წნევა საკმაოდ სერიოზული და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა აქტიურად მოხმარება დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას და დაგავიწყებთ წამლებს.

1. ნიახური

ნიახურის რეგულარულად მოხმარება ძალიან სასარგებლოა მაღალი წნევის შესამცირებლად. ჰიპერტენზიის დროს რეკომენდებულია ყოველდღიურად მიიღოთ ცოტა ნიახური (1 ღერო) ან ნიახურის ფესვი, დაახლოებით 100 გრ. გირჩევთ, დაამატოთ ნიახური ხილის, ბოსტნეულის სმუზებსა და სალათებს.

2. კაიენის წიწაკა

ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აგრეთვე ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. რეკომენდებულია სალათებს, სუფებს, სასმელებს დაამატოთ ცოტა კაიენის წიწაკა.

3. ბანანი

ბანანი ამცირებს სისხლის წნევას. მოცემული პრობლემის გადასაჭრელად ყოველდღიურად მიირთვით 2 ცალი ბანანი.

4. ლიმონი

ეს ციტრუსი მაღალი წნევის შესამცირებლად საუკეთესო საშუალებაა. წნევის დასარეგულირებლად გირჩევთ, მიიღოთ ფინჯანი თბილი წყლისა და ლიმონის წვენის ნარევი. ნარევი მიიღეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ დაირეგულირებთ სისხლის წნევას, გაიწმენდთ ორგანიზმს და მიიღებთ ამ სამკურნალო ციტრუსის სარგებელს.

5. ნიორი

მოცემული პრობლემის გადასაჭრელად ნიორი ერთ-ერთი სააუკეთესო საშუალებაა. უმჯობესია, ყოველდღიურად მიირთვათ ნედლი ნივრის რამდენიმე კბილი, განსაკუთრებით ეფექტურია დაქუცმაცებული სახით მიღება. ნივრის უსიამოვნო სუნის ასარიდებლად, გირჩევთ, გამოიყენოთ ნივრისა და თაფლის ნარევი. აგრეთვე რეკომენდებულია სალათებსა და სხვა კერძებს დაამატოთ ნივრის ზეთი.

6. ქოქოსი

ქოქოსი სისხლის წნევის შესამცირებლად საუკეთესო საშუალებაა. მიირთვით რეგულარულად ტროპიკული ნაყოფი, რათა ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები მიიღოთ.

7. თაფლი

მას სისხლძარღვებზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. რეკომენდებულია ყოველდღიურად, უმჯობესია უზმოზე, მიიღოთ 2 ჩ. კ. ნატურალური თაფლი.

აგრეთვე შეგიძლიათ მოამზადოთ 1 ჩ. კ. თაფლის, 1 ჩ. კ. ძირის ფხვნილისა და 1 ჩ. კ. ლიმონის წვენის ნარევი. მოცემული საშუალება არეგულირებს წნევას. გისურვებთ ჯანმრთელობას!