4 ნივთი, როემლთა გასაწმენდად კარტოფილზე უკეთესი პროდუქტი არ არსებობს

გარდა იმისა, რომ კარტოფილისგან უგემრიელესი კერძების მომზადება შეგიძლიათ, მას ბევრი სხვა სარგებლობაც მოაქვს ჩვენთვის.

ეს იაფი ბოსტნეული შეგიძლიათ გამოიყენოთ ეფექტურად სხვადასხვა ნივთების გასაწმენდად.

1. სათვალე

იყენებთ სათვალეს და გაღიზიანებთ ის ფაქტი რომ იგი ხშირად იორთქლება? განსაკუთრებით, გამაღიზიანებელია, როცა ნიღაბი გიკეთიათ. საბედნიეროდ, შესაძლებელია ამ პრობლემის მარტივად მოგვარება. უმი კარტოფილით გაწმინდეთ მინების შიგნითა ნაწილი. კარტოფილის შემადგენლობაში შემავალი სახამებელი ხელს უშლის  მინების დაორთქვლას.

2. ჟანგი

ჟანგისგან გათავისუფლება-მარტივი საქმე არ არის. საბედნიეროდ, კარტოფილის საშუალებით ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. კარტოფილი შუაზე გაჭერით, დააყარეთ ზემოდან სოდა და დანებს, მაკრატლებს, ჟანგით დაფარულ სხვა ნივთებს წაუსვით მანამდე, სანამ იგი სულ არ გაქრება. შემდეგ კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.

3. ვერცხლი

ვერცხლეული 1 საათით ჩაალბეთ სახამებლით გაჯერებულ კარტოფილის ნახარშში, შემდეგ გააპრიალეთ და შედეგით ისიამოვნეთ.

4. ლაქები

კარტოფილი ეფექტურად უმკლავდება პატარ-პატარა ლაქებს. თქვენი საყვარელი პერანგი დაგილაქავდათ? საბედნიეროდ, ამ პრობლემას ადვილად მოევლება. კარტოფილი გაჭერით შუაზე და დაადეთ ცხიმის ლაქას. თუ გსურთ ლაქა საერთოდ გაქრეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ კარტოფილი და უმარტივესი გზით მოიგვარეთ პრობლემები.