ძვირფასო ქალბატონებო, შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული ცომის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი ნუგბარის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კეფირის ცომი გაგაოცებთ, რადგან შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს და შეძლებთ თქვენი რბილი, ჰაეროვანი ნამზადით ყველა აღაფრთოვანოთ. შიგთავსად კი ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი გამოიყენეთ.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კეფირი 500 მლ
- ფქვილი 800 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- ზეთი 50 მლ
- კარაქი 40 გრ
- შაქარი 2 ს. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აიღეთ თასი, ჩაასხით კეფირი, ჩაახალეთ კვერცხი, ჩააყარეთ მარილი, შაქარი, სოდა და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა გააჩერეთ 5 წუთი, სანამ ზედაპირზე ბუშტები არ გაჩნდება. შემდეგ დაამატეთ ზეთი.
- ცალკე თასში მოამზადეთ ფქვილისა და კარაქის ნაზავი. შემდეგ დაამატეთ კეფირიანი მასა და მოზილეთ ფაფუკი ცომი, რომელიც ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
- დააყოვნეთ 30 წუთი და კეფირის ფაფუკი ცომიც მზად იქნება.
კეფირის ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ უგემრიელესი პიცა, ხორცის ღვეზელი, ლობიანი, ხაჭაპური, ხილფაფიანი კვერები და გემრიელად მიირთვათ თქვენს უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად.