დღევანდელ სტატიაში მსურს, გასწავლოთ გელის მომზადება, რომელიც მართლაც რომ საუკეთესო საშუალებაა თვალების გარშემო კანის მოსავლელად.
კანის სხეულის ამ მიდამოში ძალიან ნაზია და ის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. თუ შავი ტომრების, ქუთუთოების შეშუპების, ნაოჭების გაჩენისა და კანის გამოშრობის პროფილაქტიკა გსურთ, მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას და მოამზადეთ საშინაო გელი, რომელიც თავისი ეფექტურობით სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
ამ სშუალებას პირადად საკმაოდ დიდი ხანია ვიყენებ და მისი დიდი მადლიერი ვარ. სწორედ ამ მიზეზის გამო, დღეს ძალიან ეფექტური საშინაო გელის მომზადებას თქვენც გასწავლით.
როგორ მოვუაროთ კანს თვალების გარშემო?
ინგრედიენტები:
- 50 მლ ალოე ვერას გელი
- 3 წვეთი ვარდის ეთერზეთი
- 2 წვეთი სანდლის ეთერზეთი
- 1 წვეთი გერანის (ნემსისწვერა) ეთერზეთი
მომზადებისა და გამოყენების წესი:
- ალოე ვერას გელის უნდა განაზავოთ წყლით (თანაფარდობა 1 : 10), რაც ნიშნავს იმას, რომ წყალი უნდა აიღოთ ალოეს გელზე 10-ჯერ მეტი რაოდენობით.
- დაუმატეთ მომზადებულ მასას ეთერზეთები და კარგად მოურიეთ.
- მიღებული საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
- ვარგისიანობის ვადა – 4 თვე.
ყოველ დილას და საღამოს შეიზილეთ ეს საშუალება თითის ბალიშებით თვალების გარშემო კანში და დაიტოვეთ, არ ჩამოიბანოთ. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად შენიშნავთ: მიმიკური ნაოჭები შემცირდება, ლაქები გაღიავდება, შეშუპება დაცხრება და ა.შ.