თუ თმაში ჭაღარა შემოგეპარათ, გამოიყენეთ ყავის ნიღაბი

ჭაღარა თმა დიდ შეშფოთებას იწვევს როგორც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებში, ისე მამაკაცებში. მაგრამ არ ინერვიულოთ, დაბერების პროცესის შესანიღბად უამრავი ნსტურალური ინგრედიენტი არსებობს.

ქიმიური საღებავები, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ მაღაზიებში, აფთიაქებში, შეიძლება თმისთვის საზიანო იყოს, რადგან იწვევეს თმის გამოშრობას, ბზინვარების დაკარგვას.

ჩვეულებისამებრ, ადამიანები ირჩევენ ქიმიურ საღებავებს, მაგრამ არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოა, ბიუჯეტური და ეფექტიც გაგაოცებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ყავა 2 ჩ. კ.
  • კონიაკი 2 ს. კ.
  • კვერცხი (გული) 2 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 2 ჩ. კ.

მომზადების წესები:

ზეითუნის ზეთის, კონიაკისა და ყავის ნარევს დაამატეთ კვერცხის გულები და კარგად აურიეთ. თუ მასა სქელი გამოგივიდათ წყლით ოდნავ გაათხელეთ.

გამოყენების წესები:

  1. ნიღაბი დაიტანეთ სუფთა თმაზე და კარგად შეიზილეთ. შემოიხვიეთ პირსახოცი ან პარკი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.
  2. პროცედურები გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.

ყავა დადებითად მოქმედებს თმის ფოლიკულებზე და უზრუნველყოფს თმის გაზრდას. ნიღაბი საუკეთესო ვარიანტია შეღებილი თმისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში შემოთავაზებული საშუალება აქტუალურია მუქი თმისთვის. ეფექტური შედეგის მისაღებად შეგიძლიათ დაამატოთ ხნა.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ შემოთავაზებული ბუნებრივი ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.