ხელმისაწვდომი ნიღბები გაგითანაბრებთ კანის ტონს, შეამცირებს ნაჭოებს და პიგმენტურ ლაქებს

სტატიაში შემოგთავაზებთ ორი საუკეთესო ნიღაბის რეცეპტს, რომელთა წყალობით გათავისუფლდებით ნაოჭებისგან, პიგმენტური ლაქებისგან, გაგითანაბრდებათ კანის ფერი.

ნიღბების შემადგენლობა გაჯერებულია ნატურალური პროდუქტებით, რომლებიც კანს კვებავს სასარგებლო ნივთიერებებით. შემოთავაზებული საშუალებების ძირითადი ინგრედიენტი კარტოფილია.

ნიღაბი № 1

საჭირო ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • გახეხილი კარტოფილი 2 ს. კ.
  • არაჟანი ან იოგურტი ან მცენარეული ზეთი ½  ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელისა და მკერდის მიდამოებზე და შეიზილეთ თითების წრიული მოძრაობებით.
  3. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. ნიღაბის ერთ-ერთი ინგრედიენტი ლიმონია, ამიტომ გირჩევთ ნიღაბი გაიკეთოთ საღამოს და თავიდან აიცილეთ მზის სხივების ზემოქმედება.

ნიღაბი № 2

საჭირო ინგრედიენტები:

  • გახეხილი კარტოფილი 1 ს. კ.
  • 1 ცალი კვერცხის ცილა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაამატეთ გახეხილი კარტოფილი და კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილსახის კანზე, ყელის,  მკერდის მიდამოებზე და ხელებზეც. სამოქმედოდ გაიჩერეთ 15 წუთი. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. დაიმახსოვრეთ, ყოველი ახალი საშუალების გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე. ეს რჩევა ყველა რეცეპტს ეხება.

როგორ ჩავიტაროთ ტესტი ალერგიაზე?

მომზადებული ნიღაბის მცირე მასა წაისვით იდაყვის შიგნითა მხარეს და გაიჩერეთ 20 წუთი, დააკვირდით კანს თუ არ აღგენიშნათ ქავილი, სიწითლე საშუალება თამამდ გამოიყენეთ.

შემოთავაზებული ნიღბები საოცრად ეფექტურია და მოგიგვარებთ კანის უამრავ პრობლემას. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და გაიკეთეთ კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში. თქვენი კანი თვალსა და ხელს შუა შეიცვლება და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.

გამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღბები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.