თუ ლაქების გაღიავება და გაქრობა გსურთ, გამოიყენეთ კარტოფილი მარტივი ინსტრუქციით

სტატიაში შემოგთავაზებთ შავი ლაქების საწინააღმდეგო საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია.

ნატურალური პროდუქტებით გაჯერებულ ნიღბებს გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს, ამიტომ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და დაუყონებლივ დაიწყეთ შავი ლაქების წინააღმდეგ ბრძოლა.

იხილეთ კარტოფილისა და ლიმონის წვენის ნიღბის რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 1ცალი
  • 1/3 ლიმონის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კარტოფილი გახეხეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ნიღაბი დაუყონებლივ დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ. 20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ. კარტოფილი და ლიმონი ბუნებრივი მათეთრებლებია, რომლებიც მსუბუქად ათეთრებს კანს.

კარტოფილისა და ხახვის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ხახვი ნახევარი
  • კარტოფილი 1 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, შემდეგ ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, დაიყოვნეთ 15 წუთი და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

კარტოფილისა და კიტრის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • კიტრი ნახევარი
  • კარტოფილი 1 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ. შემდეგ სახის კანი კარგად გაიწმინდეთ და ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. დაიყოვნეთ 25 წუთი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

კარტოფილისა და სტაფილოს ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • სტაფილო ½
  • კარტოფილი 1 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ და ნარევი წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე შეიზილეთ. 20 წუთის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.