თუ ქუსლებზე კანი დაგებზარათ და გაგირქოვანდათ, ეს საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ

გაწუხებთ ფეხების კანის სიმშრალე, ქავილი, სიწითლე, გექერცლებათ კანი, ნახეთქები და ნაპრალები ქუსლებზე-ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი მიუთითებს, რომ ფეხებზე კანი გამომშრალი გაქვთ.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქვემო კიდურებზე კანს არ აქვს ცხიმოვანი ჯირკვლები და ამიტომ ოფლის ჯირკვლები ტენიანობის ერთადერთი წყაროა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის, რომ ფეხები სწორად დატენიანდეს. გამომშრალი კანი დიდი დისკომფორტია, რომელიც იწვევს ქავილსა და წვას.

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებულ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა წყალობით ამ პრობლემას მარტივად მოიგვარებთ.

1. ლიმონის წვენი

ლიმონმჟავა შლის კანის მკვდარ უჯრედებს, ამიტომ რეკომენდებულია 10 წუთის განმავლობაში გაიკეთოთ ლიმონის წვენით აბაზანები ან დაიმუშავოთ გარქივანებული კანი წვენში დასველებული ბამბით და შემდეგ მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად გამოიყენეთ პემზის ქვა.

2. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთის დამატენიანებელი თვისებები ეფექტურად მოქმედებს ფეხების გამომშრალ კანზე. სამკურნალო ეფექტის გასაზრდელად ზეითუნის ზეთს  დაამატეთ ლავანდის ან ლიმონის ეთრზეთი. მომზადებული საშუალება გადაიტანეთ ქილაში. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ და წაისვით მალამო ქუსლებზე.

3. ვაზელინი

ვაზელინი შეიზილეთ ფეხებზე, თითებს შორისაც და საუკეთესო ეფექტისთვის ამოიცვით წინდები.

4. შაქარი

თანაბარი რაოდენობით აიღეთ შაქარი, ზეითუნის ზეთი და მოამზადეთ სკრაბი. მომზადებული საშუალებით დაიმასაჟეთ ფეხები.

5. თაფლი

თაფლის ნატურალური ფერმენტები ეფექტურად მოქმედებს ფეხების კანზე. ფეხები 10-15 წუთით ჩაალბეთ თაფლიან თბილ წყალში.

6. რძე

რძე შეიცავს რძემჟავას, რომელსაც შეუძლია კანის მკვდარი უჯრედების მოშორება და ახალი, ჯანმრთელი უჯრედების ზრდის სტიმულირება. გაიკეთეთ რძის აბაზანები შემდეგი პროპორციების მიხედვით 1 წილი რძე და 7 წილი თბილი წყლი.

7. სეზამის ზეთი

უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინსა და 3 სხვადასხვა სახის მჟავას. სეზამის ზეთს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. ფეხები 10 წუთით ჩაალბეთ თბილ წყალში, შემდეგ კი შეიზილეთ სეზამის ზეთი. მაქსიმალური ეფექტისთვის ზეთი გამოიყენეთ ყოველ საღამოს.

8. კურკუმა

ნატურალური მკურნალი საოცრად ეფექტურია ინფექციის, მიკოზის სამკურნალოდ. აიღეთ 3 ს. კ. კურკუმა და რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი, აურიეთ და წაისვით დაზიანბულ ადგილებზე, გაიჩერეთ 20-30 წუთი და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.

გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.