3 საშინაო რეცეპტი სხეულის სხვადასხვა ზონებზე გაჩენილი მუქი ლაქების გასაღიავებლად

შემოგთავაზებთ სამი მარტივი ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომელთა დახმარებით შეძლებთ იდაყვების გაუხეშებული კანის დარბილებას და მუქი ლაქების გაღიავებას.

კურკუმა და რძე

კურკუმა საუკეთესოა კანის დასატენიანებლად და მუქი ლაქების გასაღიავებლად.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კურკუმა 1 ს. კ.
  • რძე ცოტა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კურკუმას დაამატეთ იმ რაოდენობის რძე, რომ მიიღოთ სქელი პასტისებური მასა.
  2. მომზადებული მასა შეიზილეთ იდაყვებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ საპნით და თბილი წყლით.

ზეითუნის ზეთი და შაქარი

ამ ორი პროდუქტის კომბინაცია საუკეთესოა კანის დასატენიანებლად და პილინგისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ სახის კანზეც.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
  • შაქარი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, დაიტანეთ კანზე და 5 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. პროცედურის ბოლოს დაიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი საცხი.

შიის კარაქი ან ქოქოსის ზეთი

კანის დასარბილებლად და დასატენიანებლად ბუნებრივ ინგრედიენტთა შორის შიის კარაქი და ქოქოსის ზეთი საუკეთესოა.

ყოველ საღამოს, ძილის წინ, დაიტანეთ იდაყვების კანზე შიის კარაქი ან ქოქოსის ზეთი და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.