როგორ გავიმაგროთ ძვლები და შევაფერხოთ ოსტეოპოროზის, ართრიტის, ართროზის, ძვლებისა და სახსრების სხვა დაავადებთა ჩამოყალიბება.
ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა უამრავი ძვლისგან შედგება, რომლებიც პასუხისმგებელი არის სხეულის მობილობაზე.
ართრიტი, ოსტეოპოროზი, ოსტეოართრიტი – დაავადებები, რომლებიც მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე, რადგან მათ ახლავს ძლიერი ტკივილი და ყველაფრის ხალისი დაკარგული გვაქვს. ძვლების გასაძლიერებლად აუცილებელია ჯანსაღი პროდუქტების მიღება, ფიზიკური ვარჯიშების რეგულარულად შესრულება და ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენება.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გადაგიჭრით მოცემულ პრობლემებს.
თუ გსურთ, რომ ძვლები იდიალურ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ, გამოიყენეთ უძველესი იაპონური რეცეპტი, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი
- ძმარი
- კვერცხი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
კვერცხი კარგად გარეცხეთ და შემდეგ მოხარშეთ, ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი. მოხრშული კვერცხი ჩადეთ ფინჯანში და დაფარეთ ვაშლის ძმრით.
კვერცხი ძმარში დააყოვნეთ სანამ ნაჭუჭი მთლიანად არ დაიშლება, შემდეგ გადაწურეთ. კვერცხი შეგიძლიათ მიირთვათ ან სალათისთვის გამოიყენოთ, ხოლო სამკურნალო სითხის 1 ს. კ. გახსენით 1 ჩ. ჭ. თბილ წყალში და მიიღეთ ყოველ დილით, მშიერ კუჭზე.
კვერცხის ნაჭუჭის 94% ბუნებრივი კალციუმისგან შედგება, რომელსაც თითქმის მთლიანად შეითვისებს ორგანიზმი, ამიტომ ეს მეთოდი დაგეხმარებათ ძვლების გაძლიერებაში და მათთვის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.