კომბოსტოს ფურცელი ქალბატონებისათვის შეუცვლელი პროდუქტია. რატომ და როგორ გამოვიყენოთ ის

კომბოსტო – უძლიერესი სამკურნალო საშუალება, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში. თუ თქვენ გულმკერდის არეში ტკივილს გრძნობთ, კომბოსტოს ფურცლები, რომლებიც ფლობს უძლიერეს სამკურნალო თვისებებს, დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

რა სარგებლობა მოაქვს კომბოსტოს ფურცლებს ქალებისთვის?

კომბოსტოს ფურცლები მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ეს ნატურალური პროდუქტი მოგიხსნით ტკივილებს, ამცირებს ანთებას. კომბოსტოს ფურცლები გვევლინება მეძუძური დედებისთვის დამხმარედ, რადგან ამ დროს მკერდის არეში შეშუპება იგრძნობა.

კომბოსტო დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ამ ბოსტნეულს შეუძლია შეამციროს დიაბეტის სიმძიმე, კურნავს ჭრილობებს, ებრძვის ინფექციებს, ამცირებს ტკივილს ართრიტის დროს. რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ კომბოსტო თქვენი კვების რაციონში და შეითვისეთ მისი ყველა სასარგებლო თვისება.

კომბოსტოს ფურცლებს ხშირად იყენებენ მეძუძური დედები, რადგან მათ აქვთ მკერდის არეში ტკივილის შეგრძნება. ეს საოცარი ბოსტნეული ამცირებს შეშუპებას, ტკივილსა და დისკომფორტის შეგრძნებას მკერდში.

კომბოსტოს ფურცლები ანდამატივით იზიდავს და გამოაქვს ორგანიზმიდან დაავადებები.

დაიმახსოვრეთ, რომ ჯადოსნური მწვანე ფოთლები სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენებამდე არ უნდა შეათბოთ.

  1. კომბოსტო, რომელიც სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
  2. აიღეთ 2 ყველაზე დიდი შიგნითა ფოთოლი და თავიდან თბილი წყლით გარეცხეთ, შემდეგ კი ცივ წყალში გაავლეთ.
  3. ფოთლის ცენტრში ამოჭერით მრგვალად.
  4. ფურცელი დაიდეთ მკერდზე ისე, რომ თავები გამოაჩინოთ.
  5. მოსახერხებელი რომ იყოს, ჩაიცვით ლიფი და კომბოსტოს ფურცელი 20 წუთით გაიჩერეთ.

პროცედურები გაიკეთეთ დილით და საღამოს, დაძინებამდე. ძილის წინ დადებული საფენი დილამდე დაიტოვეთ. შედეგი გაგაოცებთ. ტკივილი და შეშუპება უკვალოდ გაქრება.

კომბოსტოს ფურცლები გამოიყენეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემათა, მაგალითად, დაზიანებებისა და სისხლჩაქცევების, მოსაგვარებლად.

კომბოსტოს ფოთლები-ეს ნამდვილი სასწრაფო დახმარებაა სახლში. მათ მრავალი სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენი ორგანიზმისთვის. გამოიყენეთ იაფი, ბუნებრივი პროდუქტი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა.