მეცნიერებმა იფიქრეს, რომ ჩვენს ყბებს ჩვენს ჯანრმთელობაზე რაღაცის თქმა შეუძლიათ. ამიტომ მათ გამოკვლევების ფარგლებში 6,600 თინეიჯერი შეამოწმეს, რომელთა ასაკიც 12-დან 17 წლამდე იყო და დაასკვნეს, რომ მათი მოსაზრება მართალია.
გამოწეული ყბა (პროგნატიზმი)
წინ წამოწეული ყბის პატრონები ძლიერი ძვლებითა და კუნთების მასით გამოირჩევიან, თუმცა მომრგვალებული ფორმებიც ახასიათებთ. თუკი თქვენი ყბა ასეთი სიმეტრიულია, მაშინ იგი ერთ-ერთი შობლისგან ან სხვა წინაპრებისგან გადმოგეცათ.
დახრილი ნიკაპი (რეტროგნატიზმი)
დაბლა ჩამოხრილი ნიკაპი ცუდად განვითარებული კუნთების მასაზე და მოქნილ ჩონჩხზე მიგვანიშნებს, ასევე იგი მომრგვალებული ფორმების სიმცირესაც აღნიშნავს. ასეთი ნიკაპის მქონე ადამიანები ასევე დალტონიკობისკენ მიდრეკილებიც არიან, თუმცა უფრო მცირე წონით გამოირჩევიან.
ასიმეტრიული ყბა
ყბის ასიმეტრიულობა თანდაყოლოლის მაგივრად ათვისებული ასპექტია. იგი ბავშვობაში ორგანიზმი დასტრესვის შედეგად ჩნდება. ასეთ სტრესს მაგალითად იწვევს პროტეინების ნაკლებობა, ჭარბწონიანობა და მოწევა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს დიდი ოჯახი ან დაბალი შემოსავალი, რაც ბავშვის არაჯანსაღი მოვლის და კვების გამომწვევი ფაქტორებია.
გამოწეული და დახრილი ყბებიდან ორივე შეიძლება იყოს ასიმეტრიული, თუმცა ამის შიშველი თვალით დანახვა შეუძლებელია თუკი ორთოდონტი არ ხართ. თუმცა არსებობს იმის გაგების ხერხებიც, ასიმეტრიულია თუ არა თქვენი ყბა:
თუ მარჯვენა მხარეს უფრო ხშირად ღეჭავთ ვიდრე მარცხნივ, მაშინ ყბა ასიმეტრიულია
ასიმეტრიულია ყბა თუ კბილებს იყენებთ საჭმლის დასამსხვრევად და არა დასაფქველად
ზოგიერთი კბილის სიძლიერე განსხვავებულია ასიმეტრიული ყბის ქონისას
ასეთ დროს ასევე შეიძლება ახასიათებდეს თქვენს ღრძილებს სისხლდენა
სიმეტრიული ბრტყელი ყბა
კვლევების მიხედვით სიმეტრიული ბრტყელი ყბის სტრუქტურა ნიშნავს იმას, რომ იგი წარმოადგენს წინაპრებისგან გადმოცემულ ასპექტს და მის ჩამოყალიბებაზე არ მოუხდენია გავლენა არც გარე ფაქტორებს და არც ჯანმრთელობის პრობლემებს.