4 ხელმისაწვდომი საშუალება თვალების გარშემო კანიდან ნაოჭების მოსაშორებლად

შემოგთავაზებთ ზეთების ჩამონათვალს, რომლებიც ქუთუთოების გარშემო კანის საუკეთესო დამტენიანებელი საშუალებებია, რომლებიც შეგინარჩუნებთ ახალგაზრდობას.

1. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი-თვალების გარშემო ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება-დიდი პოპულარობით სარგებლობს მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა შორის. თვალების გარშემო ნაოჭების სამკურნალოდ უმარტივესი გზაა ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთის საფენების გამოყენება.  ბამბის საფენები გააჯერეთ ზეითუნის ზეთით და 10 წუთით დაიფინეთ თვალებზე. საფენის აღების შემდეგ გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. 50 მლ ზეითუნის ზეთს დაამატეთ E ვიტამინის კაფსულები და მოამზადეთ მკვებავი ნიღაბი.

ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს 5 წუთით. ნიღაბის ნარჩენები ხელსახოცით მოიშორეთ.

2. კარაქი

კარაქი ეფექტური საშუალებაა, რომელიც თვალების გარშემო არსებულ ნაოჭებს მოგაშორებთ. უბრალოდ შეიზილეთ ზედა და ქვედა ქუთუთოზე კარაქი და სამოქმედოდ მთელი ღამით დაიტოვეთ. ნიღაბი გაგიქრობთ ნაოჭებს და შეაფერხებს მათ წარმოქმნას.

კარაქის ბაზაზე შეგიძლიათ მოამზადოთ მალამო. თავდაპირველად, 100 მლ ადუღებულ წყალი დაასხით ნახევარი ს. კ. გვირილისა და ნახევარი ს. კ. ცაცხვის ყვავილებს, დაახურეთ თავზე და 15 წუთით დააყოვნეთ. აიღეთ მომზადებული ნაყენის 2 ს. კ. და შეაზილეთ 1 ს. კ. კარაქს. შეგიძლიათ დაამატოთ1 ჩ. კ. აბუსალათინის ზეთი. შემდეგ ყველაფერი კარგად აურიეთ და თვალების გარშემო კანზე არსებული ნაოჭების საწინააღმდეგო მალამო გამოიყენეთ ყოველ დღე დაძინებამდე და შეიზელეთ ქუთუთოებსა და თვალის კუთხეებზე.

3. ეთერზეთები

თვალების გარშემო ნაოჭების წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება ეთერზეთები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ბიოაქტიურობით, რადგან ისინი ცივი დამუშავებით მიიღება. მათი მოლეკულები აღწევს კანის ღრმა ფენებში და კვებავს მათ. საფენებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ატმის, ვარდის, ნუშისა და სხვა მცენარეთა ეთერზეთები.

4. სეზამის ზეთი

საუკეთესო საშუალება სეზამის ზეთია, რომელიც უნდა შეათბოთ და წაისვათ მიმიკურ ნაოჭებზე. სამოქმედოდ 1 საათით დაიტოვეთ და შემდეგ ნარჩენები ხელსახოცით მოიშორეთ.

გამოიყენეთ ეს საოცარი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.