
შემოგთავაზებთ პიტნის ბაზაზე მომზადებული შამპუნის რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას. ანტისეპტიკური თვისებებით გაჯერებული პიტნა ანადგურებს თავის კანზე არსებულ ბაქტერიებს და ქმნის ჯანსაღ გარემოს, რაც ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას.
პიტნა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. სისხლის გააქტიურებული ცირკულაცია უზრუნველყოფს ფოლიკულებს საკვები ნივთიერებებით. ეს კი აძლიერებს თმას და ასტიმულირებს მის ზრდას.
პიტნის წყალობით, ეს შამპუნი ხელს უწყობს ცხიმიანობის კონტროლს და არეგულირებს PH მაჩვენებელს, რითაც ხელს უშლის თმის გამოშრობას.
ხელნაკეთი შამპუნის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- ლიმონის ბალახი (დაქუცმაცებული) 1 ს. კ.
- დაფქული ბარამბო (მელისა) 1 ს. კ.
- ლიმონის ცედრა (გახეხილი) 1 ს. კ.
- პიტნის ეთერზეთი 20 წვეთი
- საბავშვო შამპუნი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პირველ რიგში, აადუღეთ წყალი.
- კონტეინერში მოათავსეთ მოცემული ბალახები და ლიმონის ცედრა. შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ ნახევარი საათი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნაყენი გაფილტრეთ, დაამატეთ პიტნის ეთერზეთი, საბავშვო შამპუნი და კარგად აურიეთ.
- შამპუნი შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 1 თვე.
შემოგთავაზებთ პიტნის ბაზაზე მომზადებული ნაყენის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეაჩერებთ თმის ცვენას და ხელს შეუწყობთ თმის სწრაფად ზრდას.
პიტნის ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- ახალი პიტნის ფოთლები (დაჭრილი) 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- აადუღეთ წყალი და დაასხით პიტნის დაჭრილ ფოთლებს. დაახურეთ ხუფი და გააგრილეთ. ნაყენი გადაწურეთ და გადაიტანეთ ბოთლში.
- პიტნის ნაყენი მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. სამკურნალო პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვირაში 4-ჯერ.
- ნაყენი შეგიძლიათ ერთი კვირის განმავლობაში შეინახოთ მაცივარში.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და მაქსიმალური შედეგით ისიამოვნეთ!