თუ გსურთ, კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე, აუცილებლად გამოიყენეთ შემოთავაზებული ნიღაბი.
ყველა ქალბატონის ოცნებაა, იყოს მიმზიდველი და თავისი სილამაზით აღაფრთოვანოს გარშემომყოფნი. დაბერება გარდაუვალი პროცესია . მისი შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ შეფერხება შესაძლებელია. შეფერხების პროცესისთვის საუკეთესო საშუალებაა საფუვრის ნიღაბი, რომლის წყალობითაც სახის კანს კიდევ დიდ ხნით შეუნარჩუნებთ სიგლუვეს, სიმკვრივესა და სილამაზეს.
რეცეპტს, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ ჯერ კიდევ დედოფალი ნეფერტიტი იყენებდა. თავდაპირველად ნიღაბის ძირითადი იგრედიენტები: საფუარი, კარაქი და წყალი იყო. წლების შემდეგ რეცეპტი გააუმჯობესეს.
ამ საოცრების მოსამზადებლად დაგჭირედბათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საფუარი 2 ჩ. კ.
- რძე 6 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- სახამებელი 3 ჩ. კ.
- E და A ვიტამინები 2-2 წვეთი
რეკომენდებულია გამოიყენოთ ცოცხალი საფუარი, რადგან მშრალს არ გააჩნია საჭირო კომპონენტები. ვიტამინები შეგიძლიათ დაამატოთ სურვილისამებრ. და რაც მთავარია ნიღაბის ყველა ინგრედიენტი იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
თავდაპირველად საფუარს დაასხით თბილი რძე და გაჩერეთ 20 წუთი. მომზადებულ მასას დაამატეთ თაფლი. თუ ალერგიული ხართ, მაშინ თაფლი მაწვნით შეცვალეთ. შემდეგ ნარევს დაამატეთ სახამებელი, კარგად აურიეთ და დაამატეთ ვიტამინები.
კანის ტიპის მიხედვით ნიღაბს დაამატეთ ინგრედიენტები. მშრალი კანისთვის დაამატეთ 2 ჩ. კ. კარაქი. ხოლო ცხიმიანი კანისთვის 2 ს. კ. კარტოფილის წვენი, ხოლო კომბინირებული კანისთვის 2 ჩ. კ. სტაფილოს წვენი.
ნიღაბი აუცილებლად რამდენიმე ფენად უნდა დაიტანოთ სახის კანზე. ჯერ პირველი ფენა წაისვით ფუნჯით. დაელოდეთ სანამ არ გაშრება, შემდეგ კი დაიტანეთ მეორე ფენა. ნიღაბი არ გამოიყენოთ თვალების გარშემო კანზე. კისრისა და მკერდის მიდამოებზეც დიდი სიფრთხილით გამოიყენეთ, რადგან ეს ადგილებიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა.
პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე. შედეგი კი აღგაფრთოვანებთ. სახის კანს მიანიჭებთ სიგლუვეს, სინაზესა და სიმკვრივეს.
იხილეთ რა სარგებლობა მოაქვთ ნიღაბის შემადგენელ კომპონენეტებს სახის კანისთვის:
- საფუარი-შედგება ამინომჟავებისგან, რომლებიც ამცირებეს ნაოჭებს, კანს ანიჭებს ახალგაზრდობასა და სილამაზეს.
- თაფლი-წმენდს ფორებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- E და A ვიტამინები – ეს კომპონენტები კანს ეხმარება კოლაგენის გამომუშავებაში და ებრძვის ანთებით პროცესებს.
გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება და რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.