ნაწიბურები, ლაქები და ნაოჭები თვალსა და ხელს შუა შემცირდება, თუ ორკომპონენტიან ხელმისაწვდომ ნარევს გამოიყენებთ

ნაოჭების, ნაწიბურების, ლაქებისა და კანის სხვა პრობლემების საწინააღმდეგოდ თამამად გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ხელნაკეთი, უსაფრთხო, ბიუჯეტური და ეფექტური საშუალებები.

შემოგთავაზებთ უმარტივესი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ამცირებს ნაოჭებს, ნაწიბურებს, ლაქებს, ათანაბრებს კანის ტონს.

ხელნაკეთი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი
  • საკვები სოდა

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ იმ რაოდენობის, რომ მიიღოთ პასტისებური მასა (სოდა 2 ს. კ. და 1 სუფრის კოვზზე ცოტა მეტი ქოქოსის ზეთი). ნიღაბი დაიტანეთ კანზე და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  2. ნიღაბი მსუბუქად წმენდს კანს, არბილებს, ხდის გლუვს.
  3. ნიღაბი გამოიყენეთ ყოველ დღე. გამოყენებიდან მესამე დღეს შეამჩნევთ პირველ შედეგს. შემდეგ უკვე გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.

მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენეთ 2 წილი ქოქოსის ზეთისა და 1 წილი საკვები სოდის ნაზავი.

ხოლო ამქერცლავი საშუალების მოსამზადებლად ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით.