სტატიაში შემოგთავაზებთ საშუალებას, რომლის წყალობითაც გაიწმენდთ ნაწლავებს და უზრუნველყოფთ სწრაფად გახდომას.
სოდისა და ლიმონის ბაზაზე მომზადებული საოცრად ეფექტური სასმელის წყალობით სწრაფად დაიკლებთ წონაში.
სოდა აწესრიგებს ორგანიზმის PH დონეს. ის აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და უზრუნველყოფს წონაში კლებას.
ამ საოცარი სასმელის მეორე კომპონენტი-ლიმონია. ლიმონის წვენი აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას. იგი მსუბუქი შარდმდენი საშუალებაა, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს, გამოდევნის ტოქსინებს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, ხელს უწყობს საკვებიდან სასარგებლო ელემენტების სრულად ათვისებას, ასევე ორგანიზმს აჯერებს C ვიტამინით.
სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 300 მლ
- ნახევარი ლიმონის წვენი
- სოდა ½ ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და სასმელი მომზადებისთანავე მიიღეთ, რადგან სწორედ ამ მომენტში აქვს შენარჩუნებული სამკურნალო თვისებები. სასმელი უმარტივესი მოსამზადებელია. უბრალოდ გამოწურეთ ლიმონის წვენი, დაამატეთ სოდის ნახევარი და წყალი, როდესაც ნარევი შეწყვეტს შუშხუნს, დაამატეთ დარჩენილი სოდა და ბოლოს ისევ წყალი. ჯადოსნური სასმელიც მზად არის. დალიეთ მცირე ყლუპობით. შეგიძლიათ სასმელს დაამატოთ პიტნის ფოთლები ან ყინული.
მიიღეთ ბუნებრივი შუშხუნა საშუალება, გიწმინდეთ ნაწლავები და შედეგით ისიამოვნეთ.