თუ ვერ უმკლავდებით სახსრების ტკივილს, საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ, მიმართეთ ხალხურ მედიცინას და გამოიყენეთ ვაშლის ძმარი.
სახსრების ტკივილი შემაწუხებელია, ხელს გიშლით მუშაობასა და საქმის გაკეთებაში.
როცა სახსრების ტკივილი დაღლილობითაა გამოწვეული, დაისვენებთ და ისიც გაივლის, მაგრამ სამწუხაროდ, ართრიტით დაავადებულ ადამიანს ქრონიკული ტკივილი აქვს და ძალიან კარგად იცის, რომ მედიკამენტებით მკურნალობა მხოლოდ მსუბუქი და დროებითი შეღავათია.
თუ გსურთ, რომ ართრიტით გამოწვეული ტკივილი შეგიმსუბუქდეთ, შეცვალეთ ცხოვრების წესი, დაიცავით დიეტა, მიმართეთ ხალხურ მედიცინას და გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტებით მომზადებული სამკურნალო საშუალებები.
გირჩევთ, სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენოთ ვაშლის ძმარი. მისი ეფექტურობა საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი.
1. აბაზანები
გაიკეთეთ აბაზანა, რომელსაც შემდეგი წესით მოამზადებთ: 1 ს. კ. ვაშლის ძმარი შეურიეთ 6 ჭიქა თბილ წყალში და ჩააწყვვეთ ხელები ან ფეხები. თუ ტკივილი კისრის არეში გაქვთ ან სხეულის სხვა ნაწილებში, მაშინ მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ მომზადებულ ხსნარში დასველებული საფენი.
2. შეზილვა
2 ს. კ. ვაშლის ძმარი აურიეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთში და შეიზილეთ მტკივნეულ სახსარზე. მომზადებული ნაზავის რეგულარულად გამოყენება ტკივილს შეგიმსუბუქებთ.
3. სამკურნალო სასმელი
3 ს. კ. ვაშლის ძმარი დაამატეთ 300 გრ წყალს ან ნებისმიერი ხილის წვენს და მიიღეთ ჭამამდე დღეში სამჯერ.
დამერწმუნეთ ვაშლის ძმარი სახსრების მტანჯველი ტკივილის წინააღმდეგ საოცრად ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა მას ძაიან დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენი ორგანიზმისთვის. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
გირჩევთ, გამოცადოთ საკუთარ თავზე ამ ბუნებრივი პროდუქტის ჯადოსნური ძალა და უამბეთ მის შესახებ თქვენს მეგობრებსაც, რომელთაც აწუხებთ სახსრები.