სტატიაში შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური საუზმის რეცეპტს, რომელიც წმენდს ნაწლავებს ნარჩენებისა და ტოქსინებისგან, აძლიერებს ორგანიზმს, აღადგენს კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეს.
საუზმის შემადგენლობა გაჯერებულია ბუნებრივი ინგრედეინტებით, ამიტომ იგი ითვლება ყველაზე ჯანსაღ და სასარგებლო საუზმედ. ის ასევე დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში, წონის ნორმალიზებაში. დაიკლებთ 3-5 კილოგრამამდე.
საჭირო ინგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
- უცხიმო მაწონი 300 მლ
- შავი ქლიავი 3 ცალი
- კაკოს ფხვნილი 1/3 ჩ. კ.
- წვრილად დაფქვილი სელის თესლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
საუზმის მომზადება დაიწყეთ საღამოს. შავ ქლიავს დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 10 წუთი. ცალკე ჭურჭელში ჩაყარეთ შვრიის ფანტელი, დაფქვილი სელის თესლი, კაკაო და დაასხით უცხიმო მაწონი. შემდეგ ქლიავს წყალი გადაუქციეთ, დაელოდეთ გაციებას, წვრილად დაჭერით და დაამატეთ მომზადებულ მასას. გამზადებული მასა შედეთ მაცივარში.
დილით საუზმე გამოიღეთ მაცივრიდან და გემრიელად მიირთვით. პირველ დღეებში თითქოს უსიამოვნო შეგრძნებებს გამოიწვევს, მაგრამ თანდათან ყველაფერი დალაგდება. შედეგს კი ერთი კვირის შემდეგ დაინახავთ.
მოამზადეთ რეცეპტის მიხედვით შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.