თუ ფრჩხილები მტვრევადი გაგიხდათ, თმა გცვივათ და კანის მდგომარეობა გაგიუარესდათ, მიირთვით ნატურალური ნარევი

შეგაწუხათ უძილობამ? გცვივათ თმა? კანმა დაკარგა სიმკვრივე? ფრჩხილები გემტვრევათ?  და თუ თქვენი პასუხი დადებითია, სავარაუდოდ, დარღვევა  თირკმელზედა ჯირკვლებში აღგენიშნებათ.

იცით რა არის თირკმელზედა ჯირკვლი? თირკმელზედა ჯირკვალი თირკმელების ზემოთა პოლუსზე მდებარეობს, რომელთა ფუნქცია მრავალი ჰორმონის გამომუშავებაა. მათ შორის არის ადრენალინი და სტეროიდები.

ეს ჰორმონები დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის  დარეგულირებაში, გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას, ებრძვის სტრესებს. როგორც ხედავთ, ჩვენს თირკმელზედა ჯირკვალში ნებისმიერი ფუნქციის დარღვევამ ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს.

საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სამკურნალო საშუალება, რომელიც მოცემულ პრობლემებს მოგიგვარებთ. საშინაო საშუალება მოსამზადებლად ძალიან მარტივია, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მიჰყევთ მოცემულ ინსტრუქციას და მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნიგოზი
  • თაფლი
  • ოხრახუშის ფოთლები
  • ქიშმიში
  • ჯანჯაფილი

მომზადების წესი:

ნიგოზი და ოხრახუშის ფოთლები დაჭერით, დაამატეთ ქიშმიში, ცოტა თაფლი და მწიკვი გახეხილი ჯანჯაფილი. მომზადებული მასა მიიღეთ დილით უზმოზე 2 ს. კ.

ექსპერტების აზრით, ორგანიზმის ბალანსის აღსადგენად უძლიერესი სამკურნალო ნარევი უნდა მიიღოთ 2-3-ჯერ კვირაში. მალე შეამჩნევთ, რომ ღამით უკეთესად გძინავთ, შეგიწყდებათ თმის ცვენა, გაგიუმჯობესდებათ ფრჩხილების მდგომარეობა.

დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.