ეს 6 ვარჯიში ფეხების, თეძოების და მუხლების ტკივილს გაგიქრობთ

მუხლების ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული პრობლემაა, რომელსაც ხშირად თან ახლავს სხვა ფიზიკური სისუსტეებიც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ 6 ეფექტური ვარჯიშის შესახებ, რომელიც მარტივად გაგიქრობთ ფეხების, თეძოების და მუხლების ტკივილს:

ქუსლების აწევა

  • დადექით სკამის უკან
  • აწიეთ მეორე ფეხის ქუსლი იქამდე, სანამ ფეხის თითებზე არ დადგებით
  • ნელა დააბრუნეთ ქუსლი იატაკზე
  • გაიმეორეთ ვარჯიში ორივე ფეხით თხუთმეტჯერ

თითებზე სიარული

ამ ვარჯიშის შესრულება სახლის დალაგების დროსაც შეგიძლიათ. უბრალოდ იარეთ ფეხის წვერებზე სწრაფად – ეს გაგიძლიერებთ ფეხის კუნთებს და ტერფებს. იარეთ 5-15 წუთის მანძილზე სანამ არ დაიღლებით.

კოჭების წრეები

  • დადექით ან დაჯექით და აწიეთ ერთი ფეხი მაღლა
  • ნელა დაატრიალეთ ტერფები წრიული მოძრაობებით
  • გაიმეორეთ ეს მოძრაობა ათჯერ და შემდეგ დაატრიალეთ ფეხი ათჯერ საპირისპირო მიმართულებით

გამძლეობის ვარჯიში

  • ამ ვარჯიშისთვის დამჭერი რეზინი დაგჭირდებათ
  • მოაბით რეზინის ერთი თავი ავეჯის ფეხს
  • ამოდევით ერთი ფეხი მეორის ქვეშ, მუხლის ოდნავ მოხრით
  • ზემოთა ფეხით დაიჭირეთ რეზინის მეორე ბოლო
  • ნელა გამოწიეთ რეზინი ფეხის თავისკენ გაქაჩვით
  • გაიმეორეთ ეს ვარჯიში თხუთმეტჯერ ორივე ფეხით

ფეხის თითების თამაშები

  • მოხარეთ ფეხის თითები
  • დადევით ძირს პირსახოცი და აიღეთ ის ფეხის თითებით
  • დაყარეთ ძირს პატარა ბურთულები
  • აკრიფეთ ისინი ფეხის თითებით და ჩაყარეთ კალათაში

ბურთებზე სიარული

  • აიღეთ ჩოგბურთის ბურთი და დაჯექით სკამზე
  • დაადგით ჩოგბურთის ბურთს ფეხი და დააჭირეთ
  • ნელა გააგორეთ ფეხით ბურთი ფეხის თითებისკენ და შემდეგ უკან
  • ისიამოვნეთ ამ ეფექტური მასაჟით