ჩაიტარეთ მარტივი პროცედურა, რათა ბზარები, კოჟრები და გარქოვანებული კანი ქუსლებიდან უმალვე გაქრეს

ყველა ადამიანის ოცნებაა, განსაკუთრებით კი, ქალბატონების, რომ ქუსლებზე რბილი და გლუვი კანი ჰქონდეს. გაუხეშებული ქუსლები, დატვირთული ნახეთქებითა და ბზარებით მტკივნეულიც არის და ესთეტიკურადაც უსიამოვნო დასანახია. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის როგორ მოუაროს ქუსლების კანს. არასათანადო მოვლისა და ჰიგიენის დაუცველობის შემდეგ ქუსლებზე ჩნდება ბზარები, ნახეთქები, კოჟრები, თავს იჩენს სოკოვანი დაავადებები.

საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური საშუალებები, რომელთა წყალობით ამ პრობლემას მოიგვარებთ. ერთ-ერთი მათგანი არის ლიმონის ცედრა. ინგრედიენტი, რომელიც გაჯერებულია სასარგებლო თვისებებით.

სტატიაში გიამბობთ როგორ გამოვიყენოთ ლიმონის კანი და შეუნარჩუნოთ ფეხებს ჯანმრთელობა და სილამაზე.

ადამიანთა უმეტესობა ლიმონის კანებს ყრის და არც კი იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მის შემადგენლობაში 10-ჯერ მეტი C ვიტამინი, ეთერზეთი და ანტიოქსიდენტი შედის, ვიდრე ლიმონის წვენში.

მიჩნეულია, რომ ლიმონის ცედრა სხვადასხვა დაავადებათა უძლიერეს მკურნალად გვევლინება. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ლიმონის ცედრის სარგებელით, საჭიროა მისი მირთმევა. ხოლო, როდესაც საქმე ეხება ფეხებზე დაზიანებული კანის აღდგენას, მაშინ ლიმონი ადგილობრივად უნდა გამოიყენოთ.

პროცედურისთვის დაგჭირდებათ:

  • დიდი ლიმონი 1 ცალი
  • წინდები

გამოყენების წესი:

ლიმონი გაჭერით შუაზე. გამოწურეთ წვენი და დარჩენილი მასა დაიფინეთ ქუსლებზე. ამოიცვით წინდა და დაწექით დასაძინებლად. შემოთავაზებული პროცედურა ჩაიტარეთ აუცილებლად ძილის წინ, რადგან მაქსიმალური ეფექტისთვის აუცილებელია, ლიმონის კანი სამოქმედოდ რამდენიმე საათით დაიტოვოთ.

როგორი შედეგს მიიღებთ?

  1. 2-3 პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ქუსლებზე კანის მდგომარეობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ, კოჟრები და ნახეთქები დაგირბილდებათ, ხოლო ბზარები გაგიქრებათ.
  2. მაქსიმალურ შედეგს მიაღწევთ თუ სამკურნალო პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ.

ლიმონის კანისა და ვაზელინის სკრაბი

ლიმონის კანისა და ვაზელინის კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ასწრაფებს ქუსლებზე კანის აღდგენას.

შემოთავაზებული კომბინაციით მიიღებთ საუკეთესო, ნატურალურ ამქერცლავ საშუალებას, რომლის წყალობითაც ადვილად შეძლებთ მკვდარი უჯრედების მოშორებას. ვაზელინი ქუსლების კანის ეფეტური დამატენიანებელი საშუალებაა.

სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაზელინი 1 ს. კ.
  • ლიმონის ცედრა 1 ს. კ.
  • ბინტი

მომზადებისა და მოხმარების წესები:

გახეხეთ ლიმონის კანი და აურიეთ ს. კ. ვაზელინი. მომზადებული მალამო დაიტანეთ ქუსლებზე და ბინტით შეიხვიეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით, დილით კი ცივი წყლით დაიბანეთ.

როგორ შედეგს მიიღებთ?

თუ თქვენ სამკურნალო პროცედურებს ჩაიტარებთ კვირაში 2-3-ჯერ ქუსლების კანი გაგიხდებათ რბილი, გლუვი და დაგიტენიანდებათ. ეს შინაური საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ პედიკურის გაკეთების შედმეგაც.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქუსლებზე შეინარჩუნოთ რბილი და გლუვი კანი?

  1. ეცადეთ, რომ ფეხსაცმელი გეცვათ კომფორტული.
  2. შხაპის მიღების შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი მალამო.
  3. თუ ნახეთქები და კოჟრები გაგიუხეშდათ აუცილებლად გაიკეთეთ აბაზანა და ქუსლები პემზის ქვით გაიხეხეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.