სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური, საშინაო პირობებში მომზადებული მალამოს რეცეპტს. გამოიყენეთ ის სახის კანის მოსავლელად და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს: ნაოჭები შემცირდება, კანი გადაიჭიმება, გამონაყარი გაქრება, ლაქები გაღიავდება და ა.შ.
მალამო საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 50 მლ
- დარიჩინის 1 ჩხირი
- მიხაკი 4-5 ცალი
- ცოტა-ცოტა ვარდის ფურცლები და პიტნის ფოთლები
- ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა
- ფუტკრის ცვილი
- ნატურალური თაფლი 1ჩ. კ.
- ვარდის ზეთი 2 წვეთი
- ციტრუსის ზეთი 1 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ზეითუნის ზეთს დაამატეთ დარიჩინის დატეხილი ღერო და მიხაკი, ვარდის ფურცლები, ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა და პიტნის ფოთლები.
- ზეთი 10 დღით დააყოვნეთ ბნელ და თბილ ადგილზე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ზეთი გადაწურეთ.
- ცვილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დაამატეთ ზეითუნის ზეთს (შემდეგი პროპორციის მიხედვით: 5 ჩ. კ. ზეთი და 1 ჩ. კ. ცვილი), დადგით ორთლის აბაზანაზე და გააცხელეთ, სანამ ცვილი არ დადნება.
- შემდეგ დაამატეთ ცაცხვის ან ნებისმიერი სხვა ღია ფერის თაფლი, ვარდის ზეთი, ნებისმიერი ციტრუსის ზეთი (თუ გამოიყენეთ ფორთოხლის ცედრა, მაშინ დაამატეთ ფორთოხლის ზეთი, ხოლო თუ ლიმონის ცედრა-ლიმონის ზეთი).
- მომზადებული მასა კარგად აურიეთ ხის ჯოხით, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. თუ მასა ცოტა თხელი გამოგივიდათ დაამატეთ გამდნარი ცვილი, ხოლო თუ ზომაზე მეტად სქელი-ზეითუნის ზეთი.
- მიღებული მალამო გადაიტანეთ ლამაზ ქილაში.
- მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. 5 წუთის შემდეგ ნარჩენები ხელსახოცით მოიშორეთ.
- გამოყენებამდე მალამოს საჭირო რაოდენობა გადმოიტანეთ პარკზე, გაკვანძეთ, გააჩერეთ ცხელი წყლის ორთქლზე და შეათბეთ.
გასაოცარ შედეგს მიიღებთ. კანი გაგიხდებათ ნაზი, მოვლილი, გლუვი და მუდამ სასაიმოვნო არომატით გაჟღენთილი.
მოამზადეთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული მალამო, რომელიც ბრენდულ საცხებსაც კი არ ჩამოუვარდება ეფექტურობით.