როგორ ვებრძოლოთ ნაოჭების გაღრმავებას და გავიღიავოთ ლაქები სახლის პირობებში

ნატურალური ყველასთვის ხელმისაწვდომი მცენარეული ზეთი, რომლის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ, დაგეხმარებათ სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

დაიტანეთ სულ რამდენიმე წვეთი სახეზე და თავად დარწმუნდით მის ეფექტურობაში.

აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინი რძიანისებრთა ოჯახის ზეთოვანი მცენარეა. იგი იაფი ბუნებრივი მცენარეული წამალია, რომელსაც საოცრად ეფექტური შემადგენლობა აქვს.

კოსმეტოლოგები ამ ზეთს უძველესი დროიდან იყენებენ. აბუსალათინის ზეთის ნიღბები შეუდარებელია თმის, წამწამებისა და წარბებისთვის.

იგი ეფექტურად ებრძვის წვრილ ნაოჭებს, კვებავს და არბილებს მშრალ და მგრძნობიარე კანს. აბუსალათინის ზეთის რეგულარულად მოხმარების შემდეგ გასაოცარ ეფექტს მიიღებთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ ქუთუთოებზედაც, რომელზედაც ყველაზე ადრე ისახება წვრილი ნაოჭები.

ზეთი ეფექტურად გამოიყენება მეჭეჭების, ნაწიბურების და კანის სხვა პრობლემათა წინააღმდეგ. იგი ხელს უწყობს თმის ზრდას.

სტატიაში შემოგთავაზებთ აბუსალათინის ზეთის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად ებრძვის თვალების ირგვლივ კანზე გაჩენილ ნაოჭებს.

როგორ მოვუაროთ კანს თვალების გარშემო?

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. ჩაის კოვზი გააცხელეთ, დაასხით ცოტა აბუსალათინის ზეთი და დაელოდეთ, რომ შეთბეს.
  2. თბილი ზეთი შეიზილეთ თვალების გარშემო კანზე.
  3. თუ პროცედურას თვეში 2-3-ჯერ გაიმეორებთ, შეძლებთ მოიშოროთ წვრილ-წვრილი ნაოჭები და შეაფერხოთ ახლის ფორმირება.

როგორ ვიზრუნოთ წამწამებზე?

ყოველ დღე წამწამებზე ტუშის ფუნჯის საშუალებით (კარგად გარეცხეთ) წაისვით აბუსალათინის ზეთი. ამით ხელს შეუწყობთ წამწამების სიგრძისა და მოცულობის ზრდას.

როგორ შევიმციროთ სახის კანზე არსებული ნაოჭები და ავირიდოთ მათი გაღრმავება?

  1. აიღეთ ჩაის კოვზი და გააცხელეთ, დაასხით მცირე რაოდენობის აბუსალათინის ზეთი, შეათბეთ, შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ეთრზეთი.
  2. დაიტანეთ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით ფრთხილად შეიზილეთ.
  3. გაიჩერეთ 2 საათი, შემდეგ კი ნარჩენები ბამბის საფენით ჩამოიწმინდეთ.

შეგიძლიათ თქვენს მკვებავ მალმოს გამოყენებამდე დაამატოთ 1-2 წვეთი ეთერზეთი. გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება რეგულარულად, კანი დაგირბილდებათ, გაგითანაბრდებათ სახის ფერი. აბუსალათინის ზეთი ახშობს ფორებს, ამიტომ შემოთავაზებული საშუალების გამოყენების დროს 10 დღეში ერთხელ აუცილებლად ჩაიტარეთ პილინგი.

როგორ ვებრძოლოთ მეჭეჭებს?

მეჭეჭები უკვალოდ ქრება თუ დაზიანებულ ადგილებს დღეში 2-ჯერ 10 წუთის განმავლობაში აბუსალათინის ზეთით დაიმუშავებთ.

როგორ გავიღიავოთ ლაქები?

დაასველეთ ბამბის დისკი აბუსალათინის ზეთით და ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ის ლაქებზე. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ იაფი საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

დაიმახსოვრეთ, აბუსალათინის ზეთის სუფთა სახით გამოყენება არ არის რეკომენდებული, გარდა გნსაკუთრებული შემთხვევებისა. მაგალითად, თურქული წარმოების აბუსალათინის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანის მიღების დროს, რადგან ის კარგად იხსნება და წყალზე არ ტოვებს ცხიმის რგოლებს.