რა იწვევს ღამით ოფლიანობას და როგორ ვებრძოლოთ პრობლემას

მიუხედავად იმისა, რომ ფართო საძინებელი გაქვთ და ტემპერატურაც შესაბამისია, ხანდახან ღამით გეღვიძებათ,  რადგან ისეთი ოფლიანი ხართ, თითქოს ვარჯიშობდით. ღამის ჭარბ ოფლიანობას შეიძლება ახლდეს სხვა სიმპტომებიც. მომატებული ოფლიანობა ადამიანს ურღვევს ძილს, გიწევთ ადგომა საღამურების გამოსაცვლელად. ძილის დარღვევა კი უარყოფითად მოქმედებს ჰორმონების ბალანსზე.

ოფლიანობა სხეულის ტემპერატურის რეგულირების მქანიზმია, რომელიც სწორი ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს.

იხილეთ იმ ფიზიოლოგიურ მიზეზთა ჩამონათვალი, რომლებიც იწვევს ღამით ოფლიანობას:

1. მენოპაუზა

ღამის ოფლიანობის ერთ-ერთი მიზეზი არის  ჰორმონალური ცვლილებები მენოპაუზის პერიოდში.

2. ინფექციები

ინფექციები იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას და ამ დროს ორგანიზმი ააქტიურებს თვითრეგულირების ყველა მექანიზმს, ოფლიანობის ჩათვლით.

3. ჰიპოთირეოზი

ფარისებრი ჯირკვლები ჰორმონების ჯადოსნური ყუთია. სწორედ მისი საშუალებით შეგვიძლია სხვა ჰორმონების სინთეზირება.

ჰორმონების დისბალანსის შედეგად იცვლება მთელი ორგანიზმი.

4. ქიმიური მედიკამენტები

წამლების უმეტესობა იწვევს ჭარბ ოფლიანობას, განსაკუთრებით კი, ანტიპესპერანტები და ანქსიოლიზური საშუალებები. აგრეთვე ალკოჰოლს, ნარკოტიკებს, თამბაქოს შეუძლია შეცვალოს სხეულის ტემოერატურის კონტროლი.

5. არასწორი კვება

დაუბალანსებელმა კვებამ, განსაკუთრებით კი, მაძღრობამ, გადამუშავებულმა საკვებმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ღამით ოფლიანობა. აგრეთვე ადამიანები, რომელთაც კუჭის რეფლუქსი ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვთ, ხშირად განიცდიან ამ დარღვევას.

6. ფსიქოლოგიური მიზეზები

ფსიქოლოგიური მიზეზები ძალიან მრაველფეროვანია. დღის განმავლობაში ჩვენ უამრავ  სტრესს ვიღებთ და ემოციებით  დატვირთული დღის შემდეგ შედეგიც შესაბამისი იქნება.

როგორ დავაღწიოთ თავი ოფლიანობას:

ყოველ საღამოს მიიღეთ მარილით, სოდითა და ბალახებით  (სალბი, გვირილა, ჭინჭარი, ვალერიანის ძირები) გაჯერებული თბილი წყლის აბაზანები. აბაზანის შემდეგ გამოიყენეთ ყავის სკრაბი და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, რომელიც გაახალისებს სხეულს და დაამშვიდებს ნერვებს.

ჩაიცვით სუფთა საღამურები, არ ჩაიცვათ ზედმეტი სამოსი. გამოიყენეთ ბამბის თეთრეული. ოთახი გაანიავეთ, შეგიძლიათ კარი ან ფანჯარა ღია დატოვოთ.

დაძინებამდე მოდუნდით, მოერიდეთ მსუყე ვახშამს, გაზიან სასმელებს, მიიღეთ ნატურალური წვენები.

თუ ღამის ოფლიანობა გაგიხშირდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. იქნებ თქვენს ორგანიზმს რაღაც უჭირს და დახმარებას გთხოვთ.