ახლოვდება ზაფხული და ჩემი საყვარელი საქმიანობა. სამზარეულოში დატრიალებული საოცარი სურნელი ბოსტნეულის, მწვანილების, მარინადების, საწებლებისა და სხვადასხვა ნამზადის. ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყოველ წელიწადს სულ უფრო და უფრო მეტს ვამზადებ და ვტკბები ჩემი შემოქმედებით.
შემოგთავაზებთ უგემრიელესი, დელიკატური მარინადის რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
- პატარა კიტრები
- ნიორი
- დაფნის ფოთლები
- შავი წიწაკის მარცვლები
- მდოგვის მარცვლები
ინგრედიენტები მარინადისთვის:
- წყალი 2 ლ
- მარილი 2 ს. კ.
- ძმარი 9%-იანი 200 მლ
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- კეჩუპი 250 გრ
მომზადების წესები:
აიღეთ გასტერილებული ლიტრიანი ქილები. ჩაყარეთ დაჭრილი ნიორი, შავი პიმპილის მარცვლები, 1 ცალი დაფნის ფოთოლი და ლამაზად ჩააწყვეთ კიტრები.
ცალკე მოამზადეთ მარინადი. აადუღეთ წყალი, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და დაასხით ქილას. გამზადებული ქილები 15 წუთი გაასტერილეთ და მოხუფეთ.
მოამზადეთ და დარმუნდით, რომ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებული კიტრის მარინადი უგემრიელესია.