სტატიაში შემოთავაზებული საშუალებები უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც უძლიერესი გამაახალგაზრდავებელი საშუალებები.
ეს ბუნებრივი რეცეპტები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გასაახალგაზრდავებლად და გასაუმჯობესებლად აძლიერებს ჩვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან სისტემებს, როგორიცაა: იმუნური, ნერვული, აგრეთვე საჭმლის მომნელებებლი სისტემა, რაც მნიშვნელოვანია სხეულის სრულყოფილი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
მოიმარაგეთ საჭირო ინგრედიენტები და მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები, რათა თავი ახალგაზრდულად იგრძნოთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- დარიჩინი
- თაფლი
- ჯანჯაფილი
- ლიმონი
- ნიორი
- თეთრი ღვინო
- ჰიბისკუსი
- კურკუმა
- ზეთი
იხილეთ საშინაო პირობებში მომზადებული საშუალებათა რეცეპტები, რომელთა წყალობით შეძლებთ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად.
უძველესი აღმოსავლური რეცეპტი
აურიეთ 120 მლ ლიმონის წვენი, 200 გრ თაფლი და 40 მლ ზეითუნის ზეთი. მომზადებული ნარევი შეინახეთ მაცივარში და ყოველ დილით უზმოზე მიიღეთ 1 უფრის კოვზი. ბავშევებისთვის კი რეკომენდებულია 1 ჩ. კ.
იმუნიტეტის გასაძლიერებელი ჩინური საშუალება
ჩინურ ხალხურ მედიცინაში დარიჩინს ხშირად გამოიყენებენ გაციებისა და სურდოს სამკურნალოდ. საჭმლის მომნლებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საოცარ ეფექტს იძლევა დარიჩინისა და ჯანჯაფილის კომბინაცია (რადგან დარიჩინი შეიცავს თიამინს), აჯანსაღებს ნერვებსა და სისხლს.
თუ ქვემოთ მოცემული რეცეპტების მიხედვით მოამზადებთ სამკურნალო საშუალებებს და გამოიყენებთ, გასაოცარ შედეგს მიიღებთ.
საღამოს 200 მლ ადუღებულ წყალში გახსენით 1 ჩ. კ. დარიჩინი და 1 ს. კ. თაფლი, დაამატეთ ¼ ჩ. კ. გახეხილი ჯანჯაფილი და 3 ს. კ. ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და მომზადებიდან ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ ნახევარი, ხოლო მეორე ნახევრი მიიღეთ დილით უზმოზე.
სისხლის გასაწმენდი საშუალების რეცეპტი
13 კბილი ნიორი დაჭერით ძალიან წვრილად, დაასხით 600 მლ თეთრი ღვინო. გადაიტანეთ მინის ქილაში და გააჩერეთ 3 კვირა. შეანჯღრიეთ ყოველ დღე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში.
მომზადებული საუალება მიიღეთ ყოველი ჭამის წინ 3 ს. კ. ოდენობით.
ფარანოების ჩაი
ძველ ეგვიპტეში ხშირად სვამდნენ ჰიბისკუსის ჩაის. ეს სასმელი მრავალი მიზეზის გამო იყო პოპულარული. ჰიბისკუსი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს დაბერებისგან იცავს. ჰიბისკუსის ჩაის ძალიან ხშირად სვამდა ხოლმე კლეოპატრა.
უძველესი შინაური რეცეპტი ინდოეთიდან
ამ სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მცენარეული რძე, ნახევარი ჩ. კ. კურკუმა, 3 ს. კ. ნუშის ან ქოქოსის ზეთი, ან კარაქი და 2 ს. კ. თაფლი. რძე გააცხელეთ, დაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად მოურიეთ. სასმელი მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე ან საღამოს ძილის წინ. სასმელი ეფექტურად მოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემაზე.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.