კანს სილამაზე ღრმა სიბერემდე რომ შეუნარჩუნოთ, გამოიყენეთ ეს ნიღაბი რეგულარულად

ბრინჯის ნიღაბი წარმოუდგენლად ეფექტური საშუალებაა კანის ლიფტინგისა და გაახალგაზრდავებისთვის. ბრინჯი შეიცავს დიდი რაოდენობით ლინოლინის მჟავას და სკვანელს, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია და ხელს უწყობს კანის კოლაგენის გაუმჯობესებას.

ნაოჭები ჩნდება მაშინ, როცა კოლაგენი არ არის საკმარისი, რაც დაკავშირებულია ასაკობრივ ჰორმონალურ ცვლილებებთან, არასწორ კვებასთან.

იაპონელი ქალბატონები ოდითგანვე იყენებდნენ ბრინჯის ნიღბებს, რომლებიც კანს ფაიფურის ბრწყინვალებას ანიჭებს. ღრმა დატენიანება, კანის წმენდა, ნაოჭების გასწორება, კანის პრობლემური უბნების დაჭიმვა-აი, ჩამონათვალი ბრინჯის ნიღბების ეფექტისა.

შემოგთავაზებთ ბრინჯის ერთ-ერთ საუკეთესო ნიღაბს, რომელიც მოვიპოვეთ უძლიერესი კოსმეტოლოგისგან.

ბრინჯის ნიღაბი, რომელიც სახის კანის მრავალ პრობლემას მოგიგვარებთ.

საჭირო იგრედიენტები:

  • ბრინჯი 3 ს. კ.
  • რძე 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

მოხარშეთ ბრინჯი ცოტა რაოდენობის წყალში, შემდეგ გაფილტრეთ და ბრინჟის ნახარში შეინახეთ. რძე, ბრინჯის ნახარში და თაფლი კარგად აურიეთ.

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ და მშრალ სახის კანზე. დაელოდეთ სანამ არ გაშრება და შემდეგ სახე ბრინჯის დარჩენილი ნახარშით დაიბანეთ.

ოპტიმალური შედეგის მისაღებად ბრინჯის ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. ბრინჯი არბილებს სახის კანს, ატენიანებს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ბრინჯის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოა.

გამოიყენეთ ბრინჯის ნახარშის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი, თამამად ჩაიხედეთ სარკეში და შედეგით ისიამოვნეთ. ნუ დააყოვნებთ და ამ მაგიური ნიღაბის რეცეპტი მეგობრებსაც გაუზიარეთ.