მუცლის არეში დაგროვილი ცხიმი ჯანმრთეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან იზრდება არტერიების ჩაკეტვისა და გულის პრობლემების ალბათობა.
მუცლის ცხიმის დაგროვების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: პასიური ცხოვრების წესი, გენეტიკა, ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, სტრესები, ჰორმონები. მაგრამ ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის არასწორი კვება და საკვები ნივთიერებების ნაკლებობა.
იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომლებიც ბუნებრივი გზით და უსაფრთხოდ დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი დეფიციტის შევსებაში და მუცლის ცხიმის მოცილებაში.
1. ნიახური
ეს დაბალკალორიული ბოსტნეული გაჯერებუია ბოჭკოებით, აგრეთვე შეიცავს კალციუმს, რაც ხელს უწყობს ნარჩენი ცხიმების კონცენტრირებას და მათი ორგანიზმიდან მოცილებას.
2. ნუში
ნუში მდიდარია ცილებით, კალციუმით და ბოჭკოებით. ნუში ენერგიის ბუნებრივი წყაროა. მისი გლიკემიური ინდექსი ხელს უწყობს შაქრის დონის კონტროლს და აძლიერებს მეტაბოლიზმს.
3. შვრია
შვრია მდიდარია ბოჭკოებით და ცილებით. იგი შესანიშნავი საუზმეა და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. შვრია ცნობილია როგორც სისხლის გამწმენიდი და ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ცხიმებსა და ტოქსინებს ათავსებს, რათა გამოდევნოს ისინი სხეულიდან.
4. ბროკოლი
ბროკოლი შეიცავს კალციუმს, ბოჭკოებს და ვიტამინებს. ეს ელემენტები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. განსაკუთრებით ეფექტურია თუ ბროკოლს უმი სახით მიიღებთ.
5. ლიმონი
ლიმონის ცედრა შეიცავს პექტინს. პექტინი ბოჭკოების ბუნებრივი წყაროა, რომელიც ეფექტურად ებრძვის ყაბზობას. რაც მთავარია, გამოყენებისას ის გადიქცევა წებოვან მასად, რომელიც ხელს უშლის კუჭს შაქრის სწრაფად ათვისებაში.
6. ჟოლო, მარწყვი და მოცვი
ეს კენკროვნები გაჯერებულია ბოჭკოებით. ჟოლო ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, შეიცავს ფლავონიდებს, რომელიც არეგულირებს ნატრიუმის დონეს ორგანიზმში. ისინი შეიცავს ანტოციანებს, რომლებიც ხელს უშლის ცხიმებისა და შაქრის შეწოვას. მიირთვით უმი კენკროვნები, რათა მიიღოთ მათგან მაქსიმალური სარგებელი.
7. ცხიმიანი თევზი
ცხიმიანი თევზი ომეგა-3-ის ბუნებრივი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში კარგი ქოლესტერინის დონის ამაღლებას. შედეგად აქტიურდება მეტაბოლიზმი, რაც ხელს უწყობს ცხიმის მოხმარებას მუცლის ღრუში. აგრეთვე ცხიმოვანი მჟავები აფერხებს ცხიმების დაგროვებას ორგანიზმში.
8. მწვანე ჩაი
ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს გლუკოზის დონეს და ამცირებს არტერიულ წნევას. ის აგრეთვე შეიცავს პოლიფენოლს, რომელიც ხელს უწყობს სტრესის ჰორმონების კონტროლს.
9. მდოგვი
მდოგვი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აფართოებს სისხლძარღვებს და ზრდის ეფედრინის დონეს, ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია ცხიმის წვაზე. დაამატეთ ნებისმიერ საკვებს 20 გრ მდოგვი. ამ პროცესს შედეგად ის მოჰყვება, რომ 20 %-ით გაზრდით ორგანიზმის მიერ ცხიმის მოხმარებას.
10. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი აკონტროლებს სისხლში გლუკოზის მომატებას, აგრეთვე კვების შემდეგ ინსულინის დონეს.
11. დარიჩინი
ზრდის შაქარის შთანთქმის უნარს. ექვსი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს.
გაითვაისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.