ტუტე წყალი გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, აფერხებს დაბერების პროცესს, არეგულირებს pH დონეს, საუკეთესო საშუალებაა ქრონიკული დაავადებებისა და კიბოს პროფილაქტიკისთვის.
ყოველდღიურად ერთი ჭიქა ტუტე წყლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის დაგეხმარებათ ორგანიზმის მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებაში. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა, აგარიდებთ ქრონიკულ დაავადებებს, ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აგარიდებთ ნაადრევ დაბერებას. ტუტოვანი წყალი ატენიანებს უჯრედებს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.
ტუტე წყლის რეცეპტს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონი 1 ცალი
- ჰიმალაის მარილი 1 ს. კ.
- გაწმენდილი წყალი 2 ლ
მომზადებისა და მიღების წესები:
ქილაში ჩაასხით გაწმენდილი (გაყინული ან გადადუღებული) წყალი, დაამატეთ ლიმონის ნაჭრები, ჰიმალაის მარილი და მოურიეთ. გააჩერეთ მთელი ღამე.
მიიღეთ სიფრთხილის ზომები, რადგან ძალიან მაღალმა ტუტე გარემომ შეიძლება გაანადგუროს ჯანსაღი უჯრედები და დააზიანოს ჩვენი ორგანოები. მიიღეთ სხეულის 1 კგ-ზე 5 მლ ტუტოვანი წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!