თაფლის მაზაზე მომზადებული 3 საშინაო ნიღაბი, რომელიც შეგიმცირებთ ნაოჭებს და ჩაახშობს კანის ანთებით პროცესს

თაფლი უძლიერესი ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმისთვის მრავალი სარგებლობის მოტანა შეუძლია. გარდა იმისა, რომ თაფლი ჩვენი ჯანმრთელობის დამცველია, იგი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკური ხაზითაც. ის

საუკეთესო დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალებაა.

1. თაფლი საუკეთესო გამწმენდი საშუალება

თაფლი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. თაფლისა და წყლის კომბინაცია საუკეთესო ანტიბაქტერიული საშუალებაა, აშორებს ჭუჭყს, ათავისუფლებს კანს გამონაყარისგან. ნატურალური ფერმენტებით გაჯერებული თაფლი კანს წმენდს ტოქსინებისგან.

ნატურალური შაქრის შემცველობის წყალობით  თაფლი ათავისუფლებს ფორებს, რაც იწვევს სახის კანის ღრმა გაწმენდას.

2. დამატენიანებელი საშუალება

თაფლი კანის საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. მინერალებითა და ვიტამინებით გაჯერებული თაფლი მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დატენიანებას.

კანი გამოიყურება უფრო ელასტიური და უკეთ ინარჩუნებს გრძელვადიან ბუნებრივ ელასტიურობას.

3. დაბერების საწინააღმდეგო

თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აფერხებენ დაბერების პროცესს და ხელს უშლიან ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას. თაფლი მოქმედებს როგორც დამცავი საშუალება და კანს ეხმარება ნატურალური ზეთების შენარჩუნებაში. ამ გზით კი კანს ანიჭებს სირბილესა და ელასტიურობას.

შემოგთავაზებთ თაფლის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს. აირჩიეთ ყველაზე შესაფერისი თქვენი კანის ტიპისთის, გაიკეთეთ ქარვისფერი საოცრების ბაზაზე მომზადებული ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

1. თაფლი, ფორთოხალი და ლიმონი

ცხიმიანი კანის რეგულირების მისაღწევად თაფლისა და ფორთოხლის დამატენიანებელი თვისებები ქმნის სრულყოფილ კომბინაციას. ეს ნიღაბი მოქმედებს როგორც გამწმენდი საშუალება, რომელიც ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე საუკეთესო შედეგს იძლევა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფორთოხლის კანების ფხვნილი 5 გრ (1 ჩ. კ.)
  • ლიმონის წვენი 5 მლ (1 ჩ. კ.)
  • თაფლი  7,5 გრ (1 ჩ. კ.)

მომზადების წესები:

ფორთოხლის კანის გამოყენებამდე უნდა დარწმუნდეთ, არის თუ არა ის ეკოლოგიური პროდუქტი, რათა ავირიდოთ ქიმიური ნივთიერებები. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ.

გამოყენების წესები:

ნიღაბი დაიტანეთ სახეზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ სახე ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

2. ზეითუნის ზეთი, კვერცხი და თაფლი

როდესაც კანს არ აქვს საკმაო დატენიანება, მაშინ ის იწყებს აქერცვლას. მშრალი ტიპის კანისთვის დამახასიათებელია თხელი კანი, სიმკვრივე, გაუმჭვირვალობა და დახშული  ფორები.

თუ თქვენ  ასეთი ტიპის კანი გაქვთ, რეგულარულად გამოიყენეთ თაფლის ნიღბები, რათა უზრუნველყოთ დატენიანება.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. თაფლი და შვრია

შვრია შთანთქავს ჭუჭყს და ფორებში დაგროვილ ნარჩენებს, რაც ხელს უწყობს გამონაყარის შემცირებას. ცხიმიანი კანისთვის საუკეთესო საშუალებაა თაფლისა და შვრიის ფქვილის კომბინაცია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • შვრიის ფქვილი  22 გრ
  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

შვრიის ფქვილს დაასხით ლიმონის წვენი. დაამატეთ თაფლი და კარგად აურეით. მომზადებული ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და დაიტოვეთ 15 წუთი. ნიღაბი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.