ქოქოსის ზეთი საუკეთესო პროდუქტია. არსერსობობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა დამატოთ თქვენი კვების რაციონს 2 ს. კ. ქოქოსის ზეთი. ის დაგეხმარებათ ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასა და წონის კორექციაში.
სტატიაში მოცემულია ცნობები ქოქოსის ზეთის სასარგებლო თვისებების შესახებ.
1. ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისეფლებაში.
სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი შეიცავს 120 კალორიას. ქოქოსის ზეთს აქვს მაღალი თერმოგენული ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზრდის ენერგიის ხარჯვას და ამ პროცესში კი იწვის ზედმეტი კილოგრამები.
როგორ დავკარგოთ ზედმეტი კილოგრამები ქოქოსისი ზეთის გამოყენებით.
პირველ რიგში მიიღეთ ნაკლები კალორიები, ვიდრე დახარჯეთ, გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს. ეს საჭიროა იმისათვის რომ ორგანიზმმა ცხიმოვანი მასა გადააქციოს კუნთოვან მასად. მეორე რიგში ყურადღება მიაქციეთ ჰორმონალურ ბალანსს, რომელიც თქვენს ორგანოებს შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი ღვიძლსა და ფარისებრი ჯირკვალს.
ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ დიდი რაოდენობით კალორიების დაწვასა და ორგანოების დაცვაში, აგრეთვე დაეხმარება ფარისებრ ჯირკვალს ნორმალურად ფუნქციონირებაში.
2. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები
- ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები ეფექტურია ანთებითი პროცეცების ჩასაქრობად, თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგოდ, უჯრედისათვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ხელს უშლიან დაჟანგვასა და დაზიანებას.
- ანტიბაქტერიული – ქოქოსის ზეთი კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ღრძილების დაავადებას, ყელის ინფექციებს, საშარდე გზების წყლულებს.
- კანცეროგენების საწინააღმდეგო საშუალება ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- სოკოს საწინააღმდეგო ქოქოსის ზეთი გაგათავისუფლებთ სოკოსგან.
- მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება ეფუქტურია მიკრობების წინააღმდეგ და ებრძვის ინფექციებს.
- ძლიერი ანტიოქსიდანტი – იცავს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას.
- ანტივირუსული და პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება ქოქოსის ზეთი გაგათავისუფლებთ ტილებისგან და სხვა პარაზიტებისგან. ნაწლავებში აფერხებს პროტოზოულ ინფექციებს, აგრეთვე ებრძვის ჰერპესსა და გრიპს.
2. არეგულირებს შაქრისა და ინსულინის დონეს.
ქოქოსის ზეთი აფერხებს სისხლში გლუკოზის შეღწევას და ამცირებს მის დონეს.
3. ქოქოსის ზეთი ამცირებს გულის დაავადებათა რისკს.
კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ადამიანები, რომლების გამოიყენებენ ქოქოსის ზეთს არ აავადდებიან გულის ავადმყოფობებით. მაგალითად, ახალი გვინეას მოსახლობას, რომლებიც ყოველ დღე მოიხმარენ ქოქოსს, არ აღმოჩნდათ გულის დაავადებები.
4. აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას
ეს ნატურალური პროდუქტი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად ფუნქციონირებას. ქოქოსის ზეთი პირდაპირ კავშირშია ნივთიერებათა ცვლასთან და ფარისებრ ჯირკვალთან. ეს ზეთი მდიდიარია სპეციფიკური მჟავებით, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას და გიმაღლებენ განწყობას.
ქოქოსის ზეთი ფრისებრი ჯირკვლის პრობლემების მოსააგვარებლად უებარი საშუალებაა. ის ეფექტურია ანთებითი პროცესების შესამცირებლად და ამით ხელს შეუწყობს ჰორმონის სწორად გარდაქმნას.
6. ქოქოსის ზეთი ეფექტურია კანდიდას სოკოს საწინააღმდეგოდ.
ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- ქრონიკული დაღლილობა და ფიბრომალგია.
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები (ყაბზობა, შებერილობა, დიარეა)
- აუტოიმუნრი დაავადებები, როგორიცაა, ფსორიაზი, რევმატოიდული ართრიტი, წყლულოვანი კოლიტი, წითელი მგლურა, გაფანტული სკლეროზი და სხვა.
- ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ცუდი მეხსიერება და ა. შ.
- ვაგინალირი და საშარდე გზების ინფექციები. სწორი ნაწლავისა და საშოს ქავილი.
- გაღიზიანება, შფოთვა, გუნება-განწყობის შეცვლა.
- ალერგია.
- რაისის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ამ სოკოთი დაავადებულია ადამიანთა თითქმის 70%. ყურადღება მიაქციეთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს და დაუკვირდით საკუთარ თავს.
7. გვაშორებს გაბერილ მუცელს
ქალთა უმეტესობა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ იშორებს მუცელის ცხიმს. 2 ს. კ. ქოქოსის ზეთი დაწვავს ვისცერულ ცხიმებს. აგრეთვე ქოქოსის ზეთი გააუმჯობესებს თქვენი კანისა და თმების მდგომარეობას.
გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი და შეიმცირეთ წელის გარშემოწერილობა.
დაიწყეთ ამ პროდუქტის გამოყენება და თავად დარწმუნდით მის შესანიშნავ თვისებებში.