როგორ მოვამზადოთ ზებრა მარტივად. გემო, რომელიც ბავშვობას გაგახსენებთ

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც უგემრიელესი თეთრი და შავი ზოლებით მოხატული უგემრიელესი ნამცხვარი ,,ზებრა“ არ უყვრდეს, რომელიც ბავშვობის ულამაზეს წლებს გახსენებთ.

ალბათ ბევრჯერ გიოცნებიათ, როდის გაიზრდებოდით და შეძლებდით ზოლიანი საოცრება თქვენც გამოგეცხოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი და ულამაზესი ნამცხვარი ,,ზებრა“, რომელიც თქვენს სადღესასწულო სუფრასაც დაამშვენებს და ოჯახურ თავყრილობასაც.

ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • შაქარი 250 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • არაჟანი 200 გრ
  • კაკაო 2 ს. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • ძმარი 1 ს. კ.

მომზადების წესები:

  1. პირველ რიგში, კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
  2. დაამატეთ არაჟანი, დარბილებული კარაქი და ძმრიანი სოდა. ბოლოს თანდათან შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და მომზადებული მასა ორ ნაწილად გაყავით.
  3. ერთ ნაწილს დაამატეთ კაკაო და კარგად აურიეთ.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ფორმის შუა გულში მონაცვლეობით დაასხით თითო-თითო კოვზი თეთრი და შავი ცომის მასები.
  5. გამოაცხვეთ 150 გრადუს ტემპერატურაზე 50 წუთის განმავლობაში.
  6. მოამზადეთ უგემრიელსი და ულამაზესი ნამცხვარი ზებრა და გაიხსენეთ ბავშვობა.

გემრიელად მიირთვით!