პარაზიტების გავრცელებას იწვევს მათი კვერცხების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა. ცუდად გარეცხილი საკვები, დაბინძურებული წყალი, უმი ხორცი, მიწა-ამ საშიში მავნებლების გავრცელების წყაროებია.
პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ საჭმლის მომნელებელ სისტემაში მკვიდრდებიან, მაგრამ არსებობს პარაზიტების რამდენიმე სახეობა, რომლებიც ნაწლავის სხვადასვა უბნებში ცხოვრება ან სხვა ორგანოში გადასვლა შეუძლიათ. მათ სიმპტომებიც განსხვავებული აქვთ.
იხილეთ სიმპტომთა ჩამონათვალი, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ თქვენ პარაზიტები გყავთ:
1. მუცლის ტკივილი
როგორც წესი, თითქმის ყველა პარაზიტულ დაავადებას ახლავს მუცლის ტკივილი, ყაბზობა და დისკომფორტის უდიდესი შეგრძნება.
2. დიარეა
დიარეა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელსაც იწვევს ნაწლავის ჭია.
3. ხველა
ზოგიერთი პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი მოიცავს ფილტვებში მიგრაციას, რაც იწვევს ანთებით რეაქციას, რომელიც მედიცინაში ცნობილია როგორც ფილტვის ეოზინოფილია. მას თან ახლავს მშრალი ხველა, ცხელება, გულ-მკერდის ტკივილი და ქოშინი.
4. დაღლილობა
ნაწლავებში ბევრი პარაზიტი სისხლით იკვებება და ხშირად იწვევს ანემიას და დააღლილობას.
5. ზრდის შეფერხება
ნაწლავებში პარაზიტების არსებობა იწვევს საკვებები ნივთიერებების დეფიციტს, რასაც შედეგად მოჰყვება ბავშვებში ზრდის შეფერხებას.
6. დიზენტერია
თუ ფეკალიებში ლორწო ან სისხლი შეინიშნება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ეს პარაზიტების არსებობისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანია.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებისა, პარაზიტებით ინვაზიაზე მიგვითითებს კიდევ რამდენიმე სიმპტომი:
- გულისრევა;
- ღებინება;
- მუცლის შეშუპება;
- მეტეორიზმი;
- წონის დაკარგვა;
- უმადობა;
- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი;
შესაძლებელია ადამიანს ჰყავდეს პარაზიტები, მაგრამ სიმპტომები არ ჰქონდეს. კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს ჰყავთ ასკარიდა.
ყურადღებით გაეცანით შემოთავაზებულ ინფორმაციას და იზრუნეთ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე.