ქუსლების კანი გაგირქოვანდათ? კოჟრებისა და ბზარებისგან კვალიც აღარ დარჩება

შემოგთავაზებთ ბუნებრივ ინგრედიენტეზე დაფუძნებულ უმარტივეს პროცედურებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ ქუსლების კანის დარბილებას, დატენიანებას, ბზარების შეხორცებას.

1. თაფლი და ქოქოსის ზეთი

2 ს. კ. თაფლს დაამატეთ 2 ს. კ. ქოქოსის ზეთი, ლავანდის ეთერზეთი (რა თქმა უნდა, თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ მოამზადოთ ლავანდის ეთერზეთის გარეშე) და აურიეთ. მომზადებული ნაზავი წაისვით ქუსლებზე. შემოიხვიეთ ცელოფანი და ამოიცვით წინდები. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.

პროცედურებია ჩაიტარეთ 10 დღის განმავლობაში რეგულარულად. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ პროფილაქტიკისთვის გაიკეთეთ ორ კვირაში ერთხელ.

2. თაფლი და ზეითუნის ზეთი

100 მლ თაფლს დაამატეთ 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

თასში ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ მომზადებული ნაზავი  და 20 წუთით ჩაყავით ფეხები. შემდეგ ტერფებზე გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. თუ ქუსლებზე კანი ძალიან გაქვთ გაუხეშებული, გაიხეხეთ პემზით.

3. რძე და სოდა

პროცედურისთვის დაგჭირდებათ 2-3 ჭიქა რძე და ცოტა სოდა. თბილ წყალს დაამატეთ რძე (შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის ფხვნილით მომზადებული რძე) და მომზადებულ აბაზანაში ფეხები ჩაყავით 5-10 წუთი. შემდეგ დაამატეთ ცოტა სოდა. ქუსლები გაიხეხეთ მსუბუქად და ფეხები კიდევ 5 წუთი ჩაყავით აბაზანაში. პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი საცხი.

მოცემული საშუალებების გამოყენების შემდეგ ქუსლები იდეალურ მდგომარეობაში გექნებათ.