თუ ფრჩხილები დაგისუსტდათ, გამოიყენეთ რამდენიმე მარტივი საშინაო საშუალება

რა იწვევს ფრჩხილების მტვრევას? ეს პრობლემა მრავალი ფაქტორით არის გამოწვეული. მათ შორის ყველაზე გავრცელებული არის სოკოვანი ინფექციები. გარდა დაავადებებისა მტვრევადი ფრჩხილები  ყოვედღიური საქმიანობის შედეგი არის.

არსებობს უამრავი ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელთა დახმარებით სწრაფად მოიგვარებთ ამ პრობლემას.

სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით უმარტივესი გზით შეძლებთ მყიფე ფრჩხილების გაძლიერებას.

ნიორი ფრჩხილებისთვის

ნიორი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმს. ნიორი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრჩხილების გასაძლიერებლად. დაჭყლიტეთ ეს უებარი მკურნალი, შეიზილეთ ფრჩხილებზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 25 წუთი და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.

სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ დღეში ერთხელ.

ნუშის ზეთი, ფორთოხლის წვენი და შაქარი

ფორთოხალი გამოწურეთ და წვენს დაამატეთ 1 ჩ. კ. შაქარი. ნარევში ჩაყავით ფრჩხილები და შემდეგ ნუშის ზეთში გაჯერებული ბამბით გაიწმინდეთ.

ქაფურისა და ზეითუნის ზეთი მყიფე ფრჩხილებისთვის

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ზეთი და გამოიყენეთ მყიფე ფრჩხილების სამკურნალოდ. ბამბის ტამპონი გააჯერეთ ზეთით და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაზიანებულ ადგილებზე  გაიკეთეთ მასაჟი. ამ გზით შეძლებთ ფრჩხილების დატენიანებას.

თქვენთვის ხელმისაწვდომი ზეთით ნახევრამდე გაავსეთ ფინჯანი, ძილის წინ ჩაყავით ფრჩხილები და გააჩერეთ 25 წუთი.

საკვები სოდა

სოდა გამოიყენება მყიფე ფრჩხილების სამკურნალოდ. 1 ჩ. კ. სოდა გახსენით თბილ წყალში და ნარევში ჩაყავით დაზიანებული ფრჩხილი. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.

ძმარი

ვაშლის ძმარი ჩაასხით ფინჯანში და ჩაყავით ფრჩხილები. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ. შემჩნევთ, რომ მყიფე ფრჩხილები თანდათან გაგიმაგრდებათ.

თუ გსურთ ეფექტური შედეგი გქონდეთ სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ 15 დღის განმავლობაში. ვაშლის ძმარი ფრჩხილების სხვა დაავადებებსაც კურნავს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და გაიმაგრეთ ფრჩხილები.