საშარდე გზების ინფექციების სამკურნალო რამდენიმე საშინაო მეთოდი, რომელსაც ჩვენი დიდი ბებიები იყენებდნენ

საშარდე გზების ინფექციათა სამკურნალოდ, განსაკუთრებით თუ ანთებითი პროცესი მსუბუქად მიმდინარეობს, ეცადეთ, რომ არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკები.

საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი მეთოდი და საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით მოიგვარებთ ამ პრობლემას.

სტატიაში შემოგთავაზებთ საშარდე გზების ინფექციების საწინააღმდეგო ნატურალურ საშუალებებს. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. 

1. წყალი და საშარდე ინფექციები

მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და გაწმინდეთ ორგანიზმი ბაქტერიებისგან. მეთოდი ასწრაფებს აღდგენასაც. გაითვალისწინეთ, დალიეთ მხოლოდ სუფთა წყალი!

2. მოცვი

მოცვის წვენი ანადგურებს ბაქტერიებს და ხელს უშლის მათ მიმაგრებას შარდის ბუშტის კედლებზე. მოცვის წვენი მკურნალია, რომელიც აგარიდებთ საშარდე გზების ინფექციებს. წვენი მიიღეთ უშაქრაოდ.

სასურველია, დღის განმავლობაში მიიღოთ 35 მლ-მდე  მოცვის უშაქრო წვენი.

3. მიიღეთ C ვიტამინი

C ვიტამინი შარდს უფრო მჟავეს ხდის, რაც ებრძვის საშარდე გზების ბაქტერიებს, ამიტომ თუ თქვენ საშარდე გზების ინფექცია გაქვთ, მიიღეთ  C ვიტამინი ან ამ ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: ფორთოხალი, ლიმონი, წითელი წიწაკა.

4. ნატურალური მაწონი და პრობიოტიკები

მაწონი შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც განვითარების საშუალებას არ აძლევს საშარდე გზების ინფექციების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს.

განსაკუთრებით სასრგებლოა მაწონი, მაშინ თუ თქვენ საშარდე გზების ინფექციებისთვის იღებთ ანტიბიოტიკებს, რომლებიც ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებს.

5. შეამცირეთ ტკივილი ცხელებით

საშარდე გზების ანთება და გაღიზიანება იწვევს წვის შეგრძნებას, წნევას. ელექტრო სათბურას გამოყენება ტკივილს შეგიმსუბუქებთ. სათბურა დააყენეთ დაბალ ტემპერატურაზე და დაიდეთ 15 წუთიდან 1 საათამდე.

6. გამოიყენეთ საკვები სოდა, რათა შეიმსუბუქოთ საშარდე გზების ინფექციები.

თუ საშარდე გზების ინფექციების დროს აღგენიშნებათ ტკივილი და  გაქვთ წვის შეგრძნებები, ყოველ დილით მიიღეთ ნახევარი ჩ. კ. სოდისა და წყლის ნარევი. ამ გზით შეძლებთ ინფექციის თანმხლები უსიამოვნო შეგრძნებების შემსუბუქებას.

ამ მეთოდის გამოყენებისას ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენა ჰმართებთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.