გამომცხვარი ქათმის ფილე „სიურპრიზი“ ფოლგაში წვეულებებისთვის

0
1753

ძალიან ბევრს უყვარს ქათმის ფილეს მომზადება. კერძი თავისი კულინარიული უნივერსალურობით და წარმოუდგენელი გემოთი პოპულარულია. კერძი ფილეთი ძალიან მარტივად მზადდება. ის შეგიძლიათ მოთუშოთ, შეწვათ, გამოაცხოთ, მოხარშოთ და ა.შ.

თქვენთვის მოვამზადეთ ორიგინალური რეცეპტი სახელად „სიურპრიზი“. ამ უჩვეულო მეთოდით ნაცნობ კერძს ახლებურად მოამზადებთ.

ქათმის ფილე „სიურპრიზი“

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი ქათმის ფილე
  • 1 ჭიქა რძე
  • 6 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 2-3 პომიდორი
  • 2 ქათმის კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • 170 გრ ყველი
  • მზესუმზირას ზეთი
  • 3 ს/კ შინაურული მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა
  • მწვანილი (ქინძი, რეჰანი, ოხრახუში და მსგავსი)

მომზადება:

1. ქათმის ფილე საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. რძე დაასხით და ნახევარი საათით გააჩერეთ. ამ დროში ფოლგის ფორმები გააკეთეთ. ფოლგა რამდენიმე ფენად გაკეცეთ და ქილის ძირს გარედან შემოახვიეთ.

კუთხეები კარგად შეკარით, რომ თანაბარი ფორმა მიიღოთ და ქილას მოაშორეთ. თუ ფოლგა არ გაქვთ, ჩვეულებრივ ფორმაში მოამზადეთ. ფორმები საცხობ ტაფაზე დააწყვეთ, თითოეულ ფორმას მზესუმზირას ზეთი წაუსვით.

კარტოფილი დაჭერით და ფოლგაში ჩააწყვეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ზემოდან ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი მოაყარეთ.

2. ამის შემდეგ ქათმის ფილე დაუმატეთ. კვლავ მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

3. კვერცხი და არაჟანი ან მაიონეზი ათქვიფეთ. მიღებული ნარევი (დაახლოებით 2,5 ს/კ პორციაზე) ფილეს მოასხით.

ზემოდან პომიდორი დაადეთ, წინასწარ რგოლებად დაჭერით. დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ.

4. ამის შემდეგ გახეხილი ყველით დაფარეთ.

5. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. მწვანილი მოაყარეთ და ახლობლებს გაუმასპინძლდით.

6. გემრიელად მიირთვით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here