ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ებრძვის სიმსუქნეს, მნიშვნელოვანია ღვიძლის გაწმენდა და მისი ნორმალური მუშაობის აღდგენაზე ზრუნვა.
ეს ორგანო პასუხისმგებელია სხეულის უამრავ ფუნქციაზე, წმენდს სისხლს და ასწრაფებს მეტაბოლიზმს.
რატომ არის აუცილებელი ღვიძლის გასაწმენდი სასმელების ღამით მიღება?
დეტოქსიკაციის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს დილით, ამიტომ დეტოქს წვენების მიღება უმჯობესია უზმოზე.
ღვიძლის გასაწმენდი სასმელები კი ღამით უნდა მიიღოთ. ჩინური ტრადიციული მედიცინის თანახმად, ღვიძლი ყველაზე ეფექტურად ფუნქციონირებს დილის 1 საათიდან 3 საათამდე შუალედში, ამიტომ უმჯობესია, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს დავეხმაროთ ღამით, როცა ის მოდუნებულია.
ძილის წინ ღვიძლის საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა ხელს უწყობს სრულყოფილად წმენდისთვის საჭირო პირობების შექმნას.
იხილეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული უძლიერესი გამწმენდი საშუალებების რეცეპტები, რომელთა წყალობით შეძლებთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს გაწმენდას.
1. გვირილის ჩაი
გვირილის ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ძილის წინ. გვირილა ანტიოქსიდანტია და ხელს უწყობს ღვიძლის წმენდას. გარდა ამისა ამშვიდებს, ხსნის სტრესს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. გვირილის ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
საოცარი ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გვირილა 1 ს. კ.
- წყალი 240 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
აადუღეთ წყალი. გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ გვირილა. დააყოვნეთ 10 წუთი და ძილის წინ დალიეთ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა.
2. ლიმონიანი ცხელი წყალი
ლიმონს აქვს შარდმდენი და გამწმენდი თვისებები. იგი ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას და მისი გაწმენდის პროცესს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ლიმონი 1 ცალი
- წყალი 180 მლ
მომზადების წესი:
წყალი აადუღეთ და დაამატეთ ლიმონი. სამკურნალო სასმელი მიიღეთ დააძინებამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 3 კვირა.
3. ჯანჯაფილისა და ლიმონის ჩაი
ჯანჯაფილისა და ლიმონის კომბინაცია გასახდომად საუკეთესო საშუალებაა და ამავე დროს დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. გაჯერებულია C ვიტამინით და მოქმედებს როგორც უძლიერესი ანტიოქსიდანტი.
ჯანჯაფილი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც გაგთავისუფლებთ ცელულიტისგან.
ლიმონი აძლიერებს იმუნურ სისტემას და მოქმედებს როგორც ძლიერი გამწმენდი საშუალება.
საჭირო ინგრედიენტები:
- ჯანჯაფილის ნაჭერი
- ლიმონი ნახევარი
- წყალი 240 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
აადუღეთ ფინჯანი წყალი. დაამატეთ კოჭა და ნახევარი ლიმონის წვენი. გააჩერეთ 10-15 წუთი. დალიეთ კვირაში 3-ჯერ.
4. შვრიის წყალი
შვრიის სასმელები გაჯერებულია დიდი რაოდენობით ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. წმენდს ღვიძლსა და ნაწლავებს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
საჭირო ინგრედიენტები:
- შვრიის ფაფა 1 ჩ. ჭ.
- წყალი 6 ჩ. ჭ.
- დარიჩინი დაფქვილი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
- შვრიის ფანტელს დაასხით წყალი და დაალბეთ 7 საათით. ამ დროში შვრია გაიფილტრება და ასევე სუფთა წყლით გაიწმინდება.
- შემდეგ აურიეთ შვრია, დარიჩინი და წყალი. გადაიტანეთ ქილაში და სურვილისამებრ დაამატეთ ყინული.
- ფინჯანი შვრიის წყალი მიიღეთ ძილი წინ, ხოლო მეორე – დილით, გაღვიძებისთანავე.
- სასმელი მიიღეთ 2-3 კვირის განმავლობაში. უძლიერესი სამკურნალო სასმელის საშუალებით გაიწმენდთ ღვიძლს და მარტივად შეიმცირებთ ცხიმოვან ფენებს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სასმელები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.