უგემრიელესი, ხრაშუნა და არომატული კიტრის მწნილი ზამთრისათვის ძმრის გარეშე

0
809

შემოგთავაზებთ კიტრის უგემრიელესი მწნილის რეცეპტს. მწნილის მოსამზადებლად ძმრის ნაცვლად იყენებთ ლიმონმჟავას. კიტრი გამოდის ხრაშუნა და ძალიან გემრიელი.

გასტერილებულ ლიტრიან ქილებში ჩააწყვეთ ცოტა აყვავებული კამა, ალუბლისა და ჟოლოს 2-2 ფოთოლი, ცხარე წიწაკა (თქვენი გემოვნების მიხედვით), სურნელოვანი პილპილის 1-2 მარცვალი,  2 კბილი ნიორი. შემდეგ ლამაზად ჩააწყვეთ კიტრები.

შეგიძლიათ სილამაზისთვის დაამატოთ მრგვალად დაჭრილი სტაფილო.

წყალი აადუღეთ, გაავსეთ ქილები და დაახურეთ ხუფები. გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ წყალი ქილებიდან ისევ გადმოასხით ჩაიდანში, აადუღეთ და კვლავ დაასხით ქილებს. გააჩერეთ 15-20 წუთი. კიდევ ერთხელ წყალი ქილებიდან გადაასხით ჩაიდანში, ანუ პროცედურას იმეორებთ 3-ჯერ, და შემდეგ ამზადებთ მარინადს.

ლიტრ-ნახევარ წყალს დაამატეთ 4 ჩ. კ. მარილი, 4 ჩ. კ. შაქარი და აადუღეთ. ადუღეთ 5 წუთი. მარინადი გაანაწილეთ ქილებში და თითოეულ ქილას (ლიტრიან ქილას) დაამატეთ ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა ნაკლები ლიმონმჟავა. გაითვალისწინეთ, სამლიტრიან ქილას სჭირდება 1 ჩ. კ. ლიმონმჟავა.

ქილები დახუფეთ, დააწყვეთ თავდაყირა და გაგრილებამდე შეფუთეთ.

ცადეთ, მოამზადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ და ყველას გააოცებთ თქვენ მიერ მომზადებული ხრაშუნა და გემრიელი კიტრის მწნილით.

გემრიელად მიირთვით!