სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც გაიუმჯობესებთ ნაწლავის მუშაობას, გათავისუფლდებით ყაბზობისგან და მინიმალურ ვადაში შეიმცირებთ გაბერილ მუცელს.
მის მოსამზადებლად გაფილტრული წყალი, მუჭა ქორფა ისპანახი და კიდევ რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი.
ისპანახი დაბალკალორიული ბოსტნეულია და იმ ადამიანთა უძლიერესი მოკავშირე, რომელთა მთავარი საზრუნავი ნაწლავების ფუნქციის გაუმჯობესებაა.
ისპანახი გაჯერებულია C ვიტამინითა და ბეტა-კაროტინით (A ვიტამინით). ეს ორი საოცარი ნივთიერება იცავს მსხვილი ნაწლავს და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
ბუნებრივი პროდუქტი არ შეიცავს ცხიმებსა და ქოლესტერინს. ის გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, შეუძლია ართრიტით გამოწვეული ტკივილების, აგრეთვე თავის ტკივილის შემსუბუქება.
შემოთავაზებელ საშუალებას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და არ აქვს უკუჩვენება. მთავარია სწორი დოზირების დაცვა.
თუ გადაწყვიტეთ ნაწლავებისა და კუჭის სამკურნალოდ ბუნებრივი საშუალებების გამოყენებას, შემოთავაზებული რეცეპტი საუკეთესო ვარიანტია.
სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ისპანახი 60-70 გრ
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- პიტნის რამდენიმე ფოთოლი
- ჰიმალაის მარილი მწიკვი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ისპანახი და პიტნა კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ ბლენდერში. დაასხით ცოტა წყალი და დაამატეთ მარილი.
- მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყალი. შეგიძლიათ მწვანე ვაშლიც გამოიყენოთ.
- სასმელი მიიღეთ ყოველ დღე, უზმოზე. დალიეთ მცირე ყლუპებით.
ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, ამიტომ ეს ბოსტნეული ანემიის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
სასმელი შეგმატებთ ენერგიას, გაგათვისუფლებთ ყაბზობისგან და გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.