როგორ მოვამზადოთ კალციუმის ფხვნილი საკუთარი ხელით, რომელიც გაგიძლიერებთ ძვლებს

იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგოთ ასაკს და შევინარჩუნოთ ჯანსაღი და ძლიერი ძვლები აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს კალციუმი.

კალციუმის ბუნებრივი საბადოა კვერცხის ნაჭუჭი. კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, აგრეთვე გაჯერებულია უამრავი ნუტრიენტით, დაწყებული A ვიტამინით დამთავრებული ომეგა-3-ით.

კვერცხის ნაჭუჭი გაჯერებულია კალციუმით, რომელსაც  მარტივად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი. გარდა ამისა, შეიცავს აუცილებელ 27 მიკროელემენტს: სპილენძს, ფტორს, ფოსფორს, თუთიას და სხვა მრავალს.

სწორედ ამიტომ, არის კვერცხის ნაჭუჭი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინგრედიენტი ძვლების, ლიგატებისა და მყესების ბუნებრივად გასამაგრებლად!

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ კალციუმით გაჯერებული უძლიერესი სამკურნალო ნარევის მომზადებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხის დაფქული ნაჭუჭი 1 ს. კ.
  • წყალი 200 მლ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ კალციუმით დატვირთული ფხვნილი. კვერცხი (უმჯობესია, შინაური ქათმის კვერცხი გამოიყენოთ) გარეცხეთ, გააშრეთ, გატეხეთ და ნაჭუჭები 2-3 დღე დააწყვეთ გასაშრობად. გამომშრალი ნაჭუჭები დაფშხვენით და გადაიტანეთ მინის თავდახურულ კონტეინერში.
  2. 200 მლ წყალი აადუღეთ, დაამატეთ 1 ს. კ. დაფქული ნაჭუჭი და მოურიეთ. დაელოდეთ გაგრილებას და დალიეთ ძილის წინ.
  3. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვემდე. შემდეგ რამდენიმე თვე შეისვენეთ და საჭიროების მიხედვით კვლავ კვლავ გაიმეორეთ.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოერიდეთ ქიმიური პრეპარატების მიღებას. გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!