გამოიყენეთ ეს საშინაო ნიღბები, რათა ნაოჭები, ლაქები და სხვა კოსმეტიკური პრობლემები წარსულში მოიტოვოთ

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ნიღბების რეცეპტებს, რომელთა წყალობით შეძლებთ კიდევ დიდი ხნით გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ნიღაბის რეცეპტი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.

შემოგთავაზებთ ამქერცლავი, მკვებავი და გამწმენდი ნიღბების რეცეპტებს.  

შვრიისა და გამხმარი ყვავილების ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • შვრია 1 ჩ. ჭ.
  • ნუშის ფხვნილი 3 ს. კ.
  • ვარდის ფურცლები 2 ს. კ.
  • გულყვითელა (კალენდულა) 2 ს. კ.
  • გვირილა 2 ს. კ.
  • ნუშის ზეთი 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პირველ რიგში, დაფქვით შვრია, ნუში, ვარდის ფურცლები, გვირილისა და გულყვითელას გამხმარი ყვავილები. დაამატეთ ზეთი და კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
  3. მომზადებული მასა დაიტანეთ დატენიანებულ სახის კანზე და მსუბუქი, წრიული მოძრაობებით ფრთხილად  შეიზილეთ. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. ნიღაბი გამოიყენეთ კვიაში 2-3-ჯერ.
  5. ერთხელ მომზადებული ნიღაბი შეგიძლიათ რამდენჯერმე გამოიყენოთ.

ავოკადოს ნიღაბი

იხილეთ ამქერცლავი და მკვებავი ნიღაბის რეცეპტი, რომელიც უმარტივესი მოსამზადებლია, მაგრამ საოცრად ეფექტურია.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მეოთხედი ავოკადო
  • მაწონი ან კეფირი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ავოკადოს რბილობი დაჭყლიტეთ, დაამატეთ მაწონი ან კეფირი და აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

არომატული ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მაწონი 2 ჩ. კ.
  • ჟოჟობას ზეთი ½ ჩ. კ.
  • კოსმეტიკური თიხა ½ ჩ. კ.
  • ჩაის ხის ეთერზეთი 2 წვეთი
  • ლავანდის ზეთი წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი დამატენიანებელი მალამოთი

ამქერცლავი და დამატენიანებელი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 50 გრ
  • ნუშის ფხვნილი 2 ჩ. კ.
  • ვარდის ეთერზეთი წვეთი
  • დამატენიანებელი მალამო 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პირველ რიგში, შვრიის ფანტელი და ნუში დაფქვით. მოცემულ ინგრედიენტებს დაამატეთ ცოტა წყალი ისე, რომ მიიღოთ მალამოსებური მასა.
  2. ნიღაბი დაიტანეთ დატენიანებულ სახის კანზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ხილის ნიღაბი

შემოგთავაზებთ ახალი ხილისგან მომზადებული ამქერცლავი ნიღაბის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კუბიკებად დაჭრილი ვაშლი 30 გრ
  • პატარა ნაჭრებად დაჭრილი მარწყვი 2 ცალი
  • მაწონი 2 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • კოსმეტიკური თიხა 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. დაიტოვეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლი ჩამოიბანეთ.

თაფლის ბაზაზე მომზადებული არომატული ნიღაბი

იხილეთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნიღაბის რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • ლავანდის ეთერზეთი 3 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. თაფლი და ლავანდის ეთერზეთი კარგად აურიეთ და შეიზილეთ წინასწარ გაწმედნდილ სახის კანზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  2. საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.

თაფლისა და მაწვნის ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაფქვილი ნუში 1 ჩ. კ.
  • დაფქვილი წითელი ოსპი 2 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • მაწონი 1 ჩ. კ.
  • ლავანდის ზეთი წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ხილი დაფქვილი ბრინჯითა და ზეთით

საოცარი ნიღაბის წყალობით სწრაფად გაიწმენდთ კანს და გაახალისებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

  • დაფქვილი ბრინჯი 2 ს. კ.
  • ნებისმიერი ხილის პიურე 1 ს. კ.
  • ზეთი (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

პირველ რიგში დაფქვით ბრინჯი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გააიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მოამზადეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ნიღბები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.