ნიორი უძლიერესი სამკურნალო პროდუქტია, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ეს ბუნებრივი სასწაული მრავალი დაავადების მკურნალად გვევლინება. ნიორი შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებას, რომელთაც ჩვენი ორგანიზმი იყენებს ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად.
გიამბობთ როგორ მიიღოთ ნიორი სწორად, რომ მისი სარგბელი შეითვისოთ და არ შეგაწუხოთ სპეციფიკურმა სუნმა. სამკურნალო თვალსაზრისით, უმჯობესია, ნიორი მიიღოთ უზმოზე.
ყოველ დილით მიიღეთ 1-2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი (დაუღეჭავად) და მიაყოლეთ წყალი. ამ გზით შეძლებთ მიიღოთ ნივრის ყველა სარგებელი.
რატომ უნდა მივირთვათ ნიორი?
თუ ყოველ დილით, უზმოზე, მიიღებთ ანტიბიოტიკური თვისებებით გაჯერებულ ნიორს, გათავისუფლდებით მავნე ბაქტერიებსგან და მოსპობთ სხეულში ბინადარ პარაზიტებს.
ნიორი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და აგარიდებთ გულის პრობლემებს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას, იცავს ღვიძლსა და შარდის ბუშტს.
ხელს უწყობს ორგანიზმში სერატონინის გამომუშავებას, ამშვიდებს ნერვებს, გაგათავისუფლებთ სტრესისგან, ებრძვის დიაბეტს, დეპრესიას. ნიორი წმენდს ორგანიზმს დაგროვილი ტოქსონებისგან.
გამოიყენეთ ბუნებრივი სიმდიდრე, ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.